გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ჯო ბაიდენის განცხადებით, ღაზის სექტორის დაბომბვის გაგრძელებით ისრაელი საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერას კარგავს, ამიტომ ნეთანიაჰუს მთავრობის შემადგენლობა უნდა შეიცვალოს

13-12-2023

თეთრი სახლის ლიდერმა, ჯო ბაიდენმა საჯაროდ აღიარა, რომ აშშ-სა და ისრაელს შორის „ჰამასთან“ მიმდინარე ომის საკითხზე უთანხმოება არსებობს.

როგორც NBC-ი იტყობინება, წინასაარჩევნო კამპანიის დონორებთან შეხვედრაზე ბაიდენმა განაცხადა, რომ ღაზის სექტორის დაბომბვის გაგრძელებით ისრაელი საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერას კარგავს, ამიტომ უმჯობესი იქნებოდა, ბენიამინ ნეთანიაჰუს მთავრობას ომისადმი მიდგომა შეეცვალა.


ბაიდენის აზრით, არჩეული პოლიტიკის შეცვლა ნეთანიაჰუსთვის რთული იქნება, ვინაიდან „მისი მთავრობა ისრაელის ისტორიაში ყველაზე კონსერვატიულია“. კერძოდ, მისი თქმით, ისრაელის მთავრობის ულტრამემარჯვენე წევრებს, მაგალითად, ეროვნული უსაფრთხოების მინისტრ ითამარ ბენ გვირს ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებული გადაწყვეტა არ სურთ, ამიტომ მთავრობის შემადგენლობაში ცვლილებები უნდა მოხდეს.


მანამდე ნეთანიაჰუმ საჯაროდ აღიარა, რომ მთავარ მოკავშირესთან, აშშ-თან უთანხმოება არსებობს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი უნდა იყოს ღაზის სექტორის მომავალი ომის დასრულების შემდეგ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930