გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დედაქალაქის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება

13-09-2018

დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.


კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა სოფელი ლისის, ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის (ნაწილობრივ), დიღმის მასივის IV მიკრორაიონის, რუსთაველის გამზირის, მოსკოვის გამზირის, კახეთის გზატკეცილის, აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), ნინოშვილის, ქინძმარაულის, ქიზიყის, ნაკადულის, ჩხავერის, თავკვერის, საფერავის, ალექსანდროულის, ველისთავის, ქაიროს, ჯავახეთის, ოცხელის, გალაკტიონ ტაბიძის, ლერმონტოვის, შალვა დადიანის, ათონელის, ფერმწერთა და ავთო ვარაზის ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.


10 საათიდან 16 საათამდე ვერ მიირებენ ელექტროენერგიას დიდი დიღმის III მიკრორაიონის, სოფელი დიღმის, მეფე მირიანის და პეტრიწის ქუჩების, 11 საათიდან 17 საათამდე ზემო ვეძისის დასახლების, ონიაშვილის, კანდელაკის, ცხინვალის, ლევანდოვსკის, ლომონოსოვის, გამყრელიძის, ყუშიტაშვილის, ალასანიას, ვაზისუბნის, ბუდაპეშტის, ლვოვის, ივანე ბერიტაშვილის, ვახტანგ ჩიქოვანის, თამაზ ნადარეიშვილის, ინტენსიფიკაციის, გაზაფხულის, დელისის, კამანის და ნუცუბიძის ქუჩების, 10:30 საათიდან 15 საათამდე ქეთევან დედოფლის გამზირის, შავსოფლის, ლუსინიანის, სამასი არაგველის, ბოდბის, არბოშიკის, ზახაროვის, ბოჭორმის და იალბუზის ქუჩების, ხოლო 11 საათიდან 17 საათამდე გლდანის მასივის III, IV მიკრორაიონების, მუხიანის III მიკრორაიონის, ფეიქართა, ნოზაძის და ხიზანიშვილის ქუჩების მაცხოვრებლები.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031