გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„გარემოსდაცვითი მმართველის” 2023 წლის კურსზე სასწავლო პროცესი დასრულდა

13-12-2023

კურსის ფარგლებში 21 გარემოსდაცვითი მმართველი მომზადდა. კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა თამარ ალადაშვილმა გადასცა.


მონაწილეებმა კომპანიის ნარჩენების მართვის გეგმის მომზადებისა და განახლების, ნარჩენების კლასიფიცირების, ნარჩენების მართვის ელექტრონულ სისტემაში მუშაობის, კომპანიის ნარჩენების მართვის გეგმის განხორციელებისა და ორგანიზების, კომპანიის თვითმონიტორინგისა და შიდა კონტროლის განხორციელებისთვის საჭირო ცოდნა შეიძინეს.

პროგრამის მიზანია გარემოსდაცვითი მმართველების მომზადება, რომლებიც განახორციელებენ ნარჩენების მართვის კოდექსისა და მისგან გამომდინარე ვალდებულებებს, ინსპექტირების პროცედურებსა და კანონაღსრულებას.

სწავლება მოიცავდა როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ნაწილს ნარჩენების ელექტრონულ სისტემაში ანგარიშგების უზრუნველყოფის ხელშეწყობისთვის.

სასწავლო კურსის მონაწილეებს ლექციებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დარგის ექსპერტები და მოწვეული სპეციალისტები უტარებდნენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728