გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის პროგრამის „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“ ფარგლებში ტრენინგები მიმდინარეობს

14-12-2023

პროგრამის - ,,კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“ ფარგლებში გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი პროექტის 13 სამიზნე მუნიციპალიტეტის (გორი, თელავი, ახმეტა, სიღნაღი, ლაგოდეხი, სამტრედია, აბაშა, სენაკი, ხობი, ქობულეთი, ჩოხატაური, ოზურგეთი, ლანჩხუთი) საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის ცნობიერების ასამაღლებელ აქტივობებს მათი შესაძლებლობების განვითარების მიზნითახორციელებს.


სკოლებისა და ბაღების წარმომადგენლებისთვისმიმდინარეობს  ტრენინგები - ,,სიმულაციური ვარჯიშები ორგანიზაციებსა და დაწესებულებებში სიმულაციური განგაშის ორგანიზება და ჩატარება სამაშველო ტექნიკის გამოყენებით“.სიმულაციური ვარჯიშების ეფექტიანი ჩატარებისათვის, აუცილებელია, რომ დაწესებულებას შემუშავებული ჰქონდეს საგანგებო სიტუაციების მართვის გეგმები. ამ მიზნით, დაგეგმვის ეტაპზე, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა იდენტიფიცირება მოახდინა იმ დაწესებულებების, რომლებსაც შემუშავებული აქვთ საგანგებოს სიტუაციების მართვის გეგმები.ტრენინგები პროექტის 13 სამიზნე მუნიციპალიტეტში იმ  საგანმანათლებლო დაწესებულებებში ტარდება, სადაც შემუშავებულია საგანგებოს სიტუაციების მართვის გეგმები.


სიმულაციური ვარჯიშებიდაეხმარებათ სკოლებსა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებს უფრო მედეგნი გახდნენ კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფებისადმი და ისწავლონ უსაფრთხო გარემოში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930