14-12-2023
ექსპერტი ნინო ფოჩხუა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ, პატიმარ მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით, სხვადასხვა დროს გაკეთებულ განსხვავებულ განცხადებებს ეხმიანება.
ექსპერტის თქმით, სალომე ზურაბიშვილს საკუთარი პრინციპი და პოზიცია არ გააჩნია.
„აი ამ ქალს აბრალებენ პოლიტიკოსობას და დიპლომატობას. ქალი ხან ერთს ამბობს და ხან მეორეს, საკუთარი პრინციპი და პოზიცია არ გააჩნია, პრინციპს ვინ დაეძებს, პირადი გამორჩენის მიზნით, კრიმინალებთან ალიანსშია, აბა რა გამოდის, უმძიმეს დანაშაულში ბრალდებულებს არ გაუღო ციხის კარი? ახლა სააკაშვილი და ლაზარე დარჩა შესაწყალებელი და მისი მისიაც ამ საკითხში ამოწურულად ჩაითვლება. ვნახოთ შემდეგი დავალება რა იქნება. უდიდესი შეცდომა იყო ამ ქალის, პრეზიდენტად კი არა, ქართულ პოლიტიკასთან მიახლოებაც კი. თურმე მართალი იყო მიშა, როცა მოისროლა პოლიტიკურ სანაგვეზე“-წერს ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში.