გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ოთარ შამუგია: ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქეს ვულოცავ! საქართველოსთვის ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მინიჭება ისტორიული გადაწყვეტილებაა

15-12-2023

ვულოცავ ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქეს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მინიჭება ისტორიული გადაწყვეტილებაა, ჩვენი ქვეყანა აგრძელებს წინსვლას, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია აცხადებს.


მისი თქმით, ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა ერთხმად აღიარეს საქართველოს პროგრესი.


„მადლობას ვუხდი ყველას, ქართველ ხალხს, საქართველოს სახელისუფლებო გუნდს, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს. განსაკუთრებული მადლობა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ყველა იმ თანამშრომელს, რომლებსაც საკუთარი ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით იმ რეფორმების განხორციელებაში, რომელიც აუცილებელი პირობა იყო დადებითი გადაწყვეტილების მისაღებად.


ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული 27 გარემოსდაცვითი დირექტივიდან/რეგულაციიდან, საკანონმდებლო დაახლოება უკვე განხორციელებულია 20 სამართლებრივ აქტთან, ხოლო შვიდ სამართლებრივ აქტთან დაახლოების მიზნით აქტიური მუშაობა მიმდინარეობს. ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების ფარგლებში საქართველოს კანონმდებლობა ევროკავშირის 200 სამართლებრივი აქტიდან უკვე დაახლოებულია 130-მდე ნორმატიულ აქტთან. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობისთვის“, – აცხადებს შამუგია.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930