15-12-2023
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ საზოგადოებას საქართველოსთვის ევროკავშირის წევრი ქვეყნის სტატუსის მინიჭება მიულოცა.
„გილოცავთ ძვირფასო მეგობრებო! საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭა! აღსრულდა ქართველთა მრავალი თაობის სურვილი, მჭიდროდ დავკავშირებულიყავით ევროპულ ოჯახს.
დღეს კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგით განათლებისკენ, განვითარებისკენ, მშვიდობისკენ, წარმატებისკენ! მადლობა ყველას ვინც თავისი წვლილი შეიტანა ამ საქმეში, მადლობა ევროპელ მეგობრებს ჩვენი მხარდაჭერისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ შემდგომ ნაბიჯებსაც მალე გადავდგამთ და ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი გავხდებით! წინ ევროპისკენ! დიდება საქართველოს!“- ნათქვამია თსუ რექტორის მილოცვაში.