13-09-2018
ბრიტანული «BBC»-ის რუსული სამსახური საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებისა და კონკრეტულად, ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილი სალომე ზურაბიშვილის შესახებ სტატიას აქვეყნებს.
როგორც «BBC»-ს ექსპერტმა გია ხუხაშვილმა განუცხადა, „ოცნება“ ამით ფსევდოდემოკრატიული სპექტაკლის გათამაშებას ცდილობს.
პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორი, ექსპერტი კორნელი კაკაჩია თვლის, რომ სალომე ზურაბიშვილი „ქართულ ოცნებას“ და მის ლიდერს ბიძინა ივანიშვილს ყველაფერში არ დაეთანხმება: „რა იქნება მომავალში, ეს არავინ იცის. მაგრამ იმას კი ვხედავთ, რომ სალომე ზურაბიშვილი კონფლიქტური პიროვნებაა, იგი ადვილად უპირისპირდება სხვებს და თუ ამ გარემოებას გავითვალისწინებთ, იგი „ქართული ოცნებისათვის“ საჩუქარი არ იქნება“, - ამბობს პოლიტოლოგი.
მისივე შეფასებით, „სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურა „ქართულ ოცნებაში“ ბევრს არ მოსწონს, მაგრამ რადგანაც საბოლოოდ გადამწყვეტი სიტყვა ბიძინა ივანიშვილმა თქვა, საკითხი ამით დასრულდა“.