გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გორში 14 წლის გოგონა ფეხსაცმლის ზონრით ჩამომხრჩვალი იპოვეს

13-09-2018

გორში, წმინდაწყლის დასახლებაში, 14 წლის გოგონა საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

არსებული  ინფორმაციით, გოგონა ოჯახის წევრებმა საკუთარ სახლში, ფარდის საკიდზე ფეხსაცმლის თასმებით ჩამომხრჩვალი ნახეს.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები. მოზარდის ცხედარი სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. თუმცა, შსს-ს ცნობით, გამორიცხული არ არის, რომ გამოძიება 115-ე მუხლით გადაკვალიფიცირდეს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.


sputnik-georgia

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031