გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი: დიასპორის მიმართულებით ჩვენ კიდევ უფრო უნდა გავაძლიეროთ მუშაობა

18-12-2023

დიასპორის მიმართულებით ჩვენ კიდევ უფრო უნდა გავაძლიეროთ მუშაობა. ჯამში 350 ქართული დიასპორული ორგანიზაცია მოქმედებს, 2012 წლამდე იყო 140 ორგანიზაცია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის მუშაობის 2023 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.


როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მნიშვნელოვანი არის მშვიდობიანი პოლიტიკის შენარჩუნება.


„აქვე მინდას შევეხო შერიგების პოლიტიკას, რომელიც „ქართული ოცნების" გაცხადებული პოლიტიკაა. ჩვენი გაცხადებული მიზანი არის ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების დეოკუპაცია მშვიდობიანი გზით. ჩვენ არაერთი მნიშვნელოვანი, ხელშესახები პროექტები და პროგრამები დავაფინანსეთ ჩვენი მოქალაქეებისთვის, რომლებიც ცხოვრობენ საოკუპაციო ხაზის მიღმა. ასევე მინდა ვთქვა, რომ ჩვენ ყველა ამ პროექტს თუ პროგრამას ყოველგვარი ზედმეტი აფიშირების გარეშე ვახორციელებთ შეგნებულად, მიზანმიმართულად, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ სახელმწიფო გააგრძელებს ასეთი პროგრამების ხელშეწყობას.


მინდა ინფორმაციისთვის გაგიზიაროთ კონკრეტული მონაცემი, რომ 1500-ამდე პაციენტს უმკურნალა სახელმწიფომ, იგივე ჩვენი მოქალაქეები, რომლებიც გადმოვიდნენ ოკუპირებული ტერიტორიებიდან. ჩვენ ასევე მნიშვნელოვანი გაუმჯობესება მოვახდინეთ რუხის საავადმყოფოს, აქ შეიქმნა მრავალპროფილური სამედიცინო სერვისი, 14-ზე მეტი მიმართულებით ვაწვდით ჩვენ სამედიცინო სერვისებს რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, 1400-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო სწორედ ამ საავადმყოფოში უფასო სამედიცინო მომსახურეობა.


ჩვენ ვეხმარებით ასევე სტუდენტებს, რომელიც უგამოცდოდ ირიცხებიან საქართველოს უმაღლესი განათლების დაწესებულებებში", - განაცხადა პრემიერმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930