გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გურამ მაჭარაშვილი: „ხალხის ძალის“ წერილი ემსახურება იმას, რომ ერთი მხრივ, კანდიდატის სტატუსის მიღება არის გამარჯვება, მეორე მხრივ კი, არ უნდა მოვდუნდეთ - „დაუძინებელი მეგობრები“ ისევ ფხიზლად არიან

21-12-2023

„2024 წელი მნიშვნელოვანია არჩევნების მხრივ და „დაუძინებელი მეგობრები“ ისევ ეცდებიან, აქაური წარმომადგენლების დახმარებით, არეულობები მოაწყონ“, - ამის შესახებ მედისთან „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.


გურამ მაჭარაშვილმა „ხალხის ძალის“ მიერ გავრცელებული წერილი განმარტა, სადაც ევროკავშირთან დაკავშირებულ მოლოდინებზეა საუბარი.


„ხალხის ძალის“ წერილი ემსახურება იმას, რომ ერთი მხრივ, კანდიდატის სტატუსის მიღება არის გამარჯვება და ეს ყველამ ერთად ვიზეიმეთ (არა მხოლოდ სტატუსის იურიდიულად მონიჭება, არამედ - სიმართლის გამარჯვებაც), მეორე მხრივ კი, არ უნდა მოვდუნდეთ - „დაუძინებელი მეგობრები“ ისევ ფხიზლად არიან. 2024 წელი მნიშვნელოვანია არჩევნების მხრივ და ისევ ეცდებიან აქაური წარმომადგენლების დახმარებით, რომ არეულობები მოაწყონ“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728