გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველოს საფონდო ბირჟის გენდირექტორი: „გოლდმან საქსის“ აქციებს ფლობენ მსოფლიოს წამყვანი ინვესტორები, ამერიკის საპენსიო ფონდების ჩათვლით

13-09-2018


 

„მსხვილი ამერიკული საინვესტიციო ბანკის „გოლდმან საქსის“ აქციებით ვაჭრობენ ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე და მათი შეძენა თავისუფლად შეუძლია ყველას. „გოლდმან საქსის“ აქციებს ფლობენ მსოფლიოს წამყვანი ინვესტორები, ამერიკის საპენსიო ფონდების ჩათვლით. შესაბამისად, თუ ვინმე ამტკიცებს, რომ ეს უკანონობაა, მაშინ გამოდის,  რომ მთელი მსოფლიო უკანონოდ ფლობს „გოლდმან საქსის“ აქციებს“  და ეს აქციები საერთოდ არ უნდა ყოფილიყო დაშვებული სავაჭროდ ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე“  - აცხადებს საქართველოს საფონდო ბირჟის გენერალური დირექტორი გიორგი ფარესიშვილი.

 

შეგახსენებთ, რომ ყოფილი პრემიერის ოპონენტები  გუშინ აცხადებდნენ,   რომ „მარიხუანას ექსპორტის ლეგალიზებისთვის ბრძოლა, ბიძინა ივანიშვილის ფარული გეგმის ნაწილია, რომელმაც ოლიგარქს მილიარდები უნდა მოუტანოს“. 

რაც  შეეხება „გოლდმან საქსისა“  კავშირს  ყოფილ  პრემიერთან, ოპონენტების  მტკიცებით  2013 წელს ბიძინა ივანიშვილი  „გოლდმან საქსის“ აქციებს ფლობდა.

 

ფარესიშვილის თქმით, მას პირველად ესმის „გოლდმან საქსის“  მარიხუანას ბიზნესთან კავშირის შესახებ და ამის შესახებ უმჯობესია თავად „გოლდმან საქსს“ კითხონ. მისი თქმით, აღნიშნული კომპანიის საქმიანობის ძირითადი სფეროს წარმოადგენს საერთაშორისო საფონდო ბირჟებზე ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობა და ინვესტიციები, ასევე რჩევების მიცემა კლიენტებისთვის, თუ სად, როდის და რა ფასად გამოუშვან თავიანთი ფასიანი ქაღალდები, ან რაში განათავსონ თავიანთი ინვესტიციები. ასეთი რჩევების მისაცემად, საინვესტიციო ბანკები აწარმოებენ და აქვეყნებენ ანალიტიკურ კვლევებს სხვადასხვა სექტორზე, როგორებიცაა ტელეკომის, მშენებლობის, ნავთობის, ჯანდაცვის, საბანკო-საფინანსო სექტორი და სხვა.

 

გიორგი ფარესიშვილის თქმით, რომელიმე კომპანიის აქციების ფლობა ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ აქციის მფლობელი მართავს ამ კომპანიას ან რაიმე ზეგავლენა აქვს მის საქმიანობაზე. იმისათვის, რომ ეს გავლენა არსებობდეს, როგორც წესი საჭიროა კომპანიაში მნიშვნელოვანი (10% და მეტი) წილის ფლობა. თუ საუბარია „გოლდმან საქსის“ 251,000 აქციის ფლობაზე, 2013 წელს ეს წარმოადგენდა „გოლდმან საქსის“ მთლიანი გამოშვებული (განთავსებული) აქციების მხოლოდ 0.06%-ს, რაც ძალიან უმნიშვნელო წილია.

 

გამოკითხვა
თქვენი აზრით, როგორ ვითარდება ქვეყანა?

სხვა გამოკითხვები

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2018    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930