გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერი ელჩების კონფერენციის გახსნაზე: ყველამ ერთად მივაღწიეთ ძალიან დიდ წარმატებას ამ წელს და ავიხდინეთ ერთი მთავარი ოცნება, ჩვენი ქვეყანა გახდა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა

26-12-2023

მინდა საუბარი დავიწყო იმით, რომ ჩვენ ყველამ ერთად მივაღწიეთ ძალიან დიდ წარმატებას ამ წელს და ჩვენ ყველამ ერთად ავიხდინეთ ერთი მთავარი ოცნება და ჩვენი ქვეყანა გახდა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ელჩების კონფერენციის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.მინდა საუბარი დავიწყო იმით, რომ ჩვენ ყველამ ერთად მივაღწიეთ ძალიან დიდ წარმატებას ამ წელს და ჩვენ ყველამ ერთად ავიხდინეთ ერთი მთავარი ოცნება და ჩვენი ქვეყანა გახდა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ელჩების კონფერენციის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.


მთავრობის მეთაურის თქმით, ეს არის ძალიან დიდი მიღწევა  ხელისუფლებისა და  ხალხის,  ერთობლივი მუშაობის. 


„მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო. ჩემთვის დიდი პატივია დღეს თქვენთან ერთად მივიღო მონაწილეობა ელჩების კონფერენციაზე, რომელიც არის ჩვენი საგარეო უწყების ძალიან კარგი ტრადიცია. მივესალმები პარლამენტის თავმჯდომარეს, პარლამენტისა და მთავრობის წევრებს, ჩვენი ეკლესიის წარმომადგენლებს, საპატრიარქოს წარმომადგენლებს და რა თქმა უნდა, დიდი პატივისცემით მივესალმები ყველა ელჩს, რომელიც წარმოდგენილი არის დღეს ამ დარბაზში.


პირველ რიგში, მინდა საუბარი დავიწყო იმით, რომ ჩვენ ყველამ ერთად მივაღწიეთ ძალიან დიდ წარმატებას ამ წელს და ჩვენ ყველამ ერთად ავიხდინეთ ერთი მთავარი ოცნება და ჩვენი ქვეყანა გახდა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა. ეს არის ძალიან დიდი მიღწევა ჩვენი ხელისუფლების და ჩვენი ხალხის, ჩვენი ერთობლივი მუშაობის. მინდა გულწრფელად, ყველა დიპლომატს, ყველა ელჩს გადაგიხადოთ მთავრობის სახელით მადლობა თქვენი გაწეული შრომისთვის, თავდადებისთვის, პატრიოტიზმისთვის. ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ ეს გზა არ ყოფილა იოლი, ძალიან ბევრი საქმე იქნა გაწეული, როგორც პარლამენტის მიერ, ასევე  მთავრობის მიერ, ჩვენი დიპლომატიური კორპუსის მიერ და შედეგი გვაქვს სახეზე", -  განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031