გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბექა ოდიშარია: კახა კალაძის ინიციატივებს სრულად ვუჭერ მხარს

13-09-2018

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ბექა ოდიშარიას განცხადებით, ის დედაქალაქის მერის მიერ დღეს გაჟღერებულ ინიციატივებს სრულად ეთანხმება და მხარს უჭერს, მათ შორის უკანონო პარკირებასთან დაკავშირებით.


"მე როგორც ძველი თბილისის მაჟორიტარს კარგად მესმის რამდენად მტკივნეულია აღნიშნული პრობლემა.


ჩვენი მოქალაქეები სამწუხაროდ არაშესაფერისად სარგებლობენ მკაცრი რეგულაციების არარსებობით.


ერთნი სარეკლამოდ იყენებენ გაჩერებულ ავტომანქანებს, რაც კანონით უნდა ცალკე იბეგრებოდეს, ხოლო მეორენი კი თვითნებურად იღობავენ მუნიცეპალიტეტის მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებს საკუთარი მატერიალური გამორჩენის მიზნით და ამ გზით ზღუდავენ სხვათა კანონიერ უფლებას თავისუფლად გადაადგილდნენ და ისარგებლონ კანონიერი უფლებით მოახდინონ ავტონომანქანების პარკირება.


რაც შეეხება უმწეო ცხოველებზე ზრუნვას აქაც ვფიქრობ პარლამენტმა სრული მხარდაჭერა უნდა გამოუცხადოს ამ ინიციატივას. ცივილიზებულობა მხოლოდ დანა ჩანგლით ჭამა და საკუთარ ახლობლებზე ზრუნვა როდია,ის გულისხმობს ბუნებისა და გარემოსადმი ფაქიზ დამოკიდებულებას და მათ შორის ცხოველებისადმი და თუ სამწუხაროდ ჯერ კიდევ ზოგიერთი მოქალაქე ვერ ითავისებს ამას,მაშინ ჩვენ უნდა დავეხმაროთ მათ მკაცრი რეგულაციებით არაჰუმანური ქცევის წესის შეცვლაში"-აცხადებს ოდიშარია.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930