27-12-2023
ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ევროკომისრის ოლივერ ვარჰეის განცხადება ოპოზიციის მიერ წარმოებული დეზინფორმაციული კამპანიის მხილებად შეაფასა „ხალხის ძალის“ წევრმა ეკა სეფაშვილმა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ეს ოპოზიციისათვის ერთგვარი ცივი წყლის გადასხმა აღმოჩნდა.
„ვარჰეის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ კანდიდატის სტატუსი საქართველოსათვის საჩუქარი არ არის და ეს არის ჩვენი დამსახურებული შრომის შედეგი, არის ცივი წყლის გადასხმა ოპოზიციისთვის მთელი თვეების განმავლობაში წარმოებული დეზინფორმაციისათვის, როდესაც ისინი ამტკიცებდნენ, რომ ჩვენ არ ვასრულებთ რეკომენდაციებს და ან თუ ვასრულებთ, ფორმალურად ვასრულებთ. ვარჰეის განცხადებამ კიდევ ერთხელ ამხილა ოპოზიციის დეზინფორმაცია," - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.