გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ინფორმაციის მიწოდებისა და თანამშრომლობის მიზნით ტურისტულ სექტორთან 9 შეხვედრა გაიმართა

28-12-2023

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მთელი წლის განმავლობაში აქტიურად მართავდა შეხვედრებს ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლებთან.  სასტუმროების, ტურისტული კომპანიების, ასოციაციების წარმომადგენლები და გიდები ტურიზმის მიმართულებით განხორციელებულ  პროექტებსა და დაგეგმილ აქტივობებს გაეცნენ. შეხვედრებზე  საუბარი შეეხო სექტორის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და პრობლემების გადაჭრის გზებს.


კერძო სექტორის ხელშეწყობის მიზნით ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებისთვის და გიდებისთვის ახალ გახსნილ ობიექტებზე ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ 5 საინფორმაციო ტური მოაწყო.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728