გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნანა კაკაბაძე: ბიძინა ივანიშვილს ისეთ პირობებში უწევს ქვეყნის ინტერესების დაცვა, როცა კონსერვატორები თავდაცვით ბრძოლებს აწარმოებენ ფსევდოლიბერალების წინააღმდეგ; ამიტომაცაა მისი ბრძოლა კიდევ უფრო დასაფასებელი და მხარდასაჭერი

8-01-2024

„შევარდნაძის შემდეგ საქართველოს საერთაშორისო მასშტაბის პოლიტიკოსი არ ჰყოლია და თუმცა, სააკაშვილი იჩემებს ამ როლს, რეალობა უფრო იმას აჩვენებს, რომ დღეს თუ ვინმეზე შეიძლება ითქვას, რომ მას მსოფლიო პოლიტიკაში თავისი ადგილი და წონა გააჩნია, ეს ბიძინა ივანიშვილია“- ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციის “ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის” თავმჯდომარე, ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში წერს.

  

კაკაბაძის თქმით, შევარდნაძესა და ბიძინა ივანიშვილის მმართველობას ერთი მნიშვნელოვანი განმასხვავებელი გარემოება გააჩნია. შევარდნაძე ისეთ დროს მოხვდა მსოფლიო პოლიტიკის ლიდერთა შორის, როდესაც მას ყველა მხრიდან ზურგის ქარი ჰქონდა. ივანიშვილს კი ისეთ მძიმე პირობებში უწევს ქვეყნის ინტერესების დაცვა, როდესაც მსოფლიოს მასშტაბით კონსერვატორებს თავდაცვითი ბრძოლების წარმოება უწევთ ფსევდოლიბერალების წინააღმდეგ.


„ბიძინა ივანიშვილი და მსოფლიო პოლიტიკა


სააკაშვილი და მისი მხარდამჭერები ხშირად იმეორებენ, რომ მიშა საერთაშორისო დონის პოლიტიკოსი და მსოფლიო პოლიტიკის არქიტექტორების მიერ დაფასებული პიროვნებაა და ამიტომაცაა, რომ ამდენი გამოჩენილი პოლიტიკოსი ითხოვს მის გათავისუფლებასო. იგივე ხალხი ბიძინა ივანიშვილს „რუს ოლიგარქს“, „ფულის ტომარას“ და სხვადასხვა დამამცირებელ ეპითეტებით მოიხსენიებს, თანაც, მათი მტკიცებით, მსოფლიო დონის პოლიტიკოსები არათუ ანგარიშს არ უწევენ ბიძინას, არამედ მის დასანქცირებაზე და ლამის დაპატიმრებაზეც ზრუნავენო.


არადა, ფაქტები სრულიად საწინააღმდეგოზე მიუთითებენ. რამდენიც უნდა იძახონ მიშამ და მისმა მრევლმა „პუტინის ტყვე“ მსოფლიო მასშტაბის პოლიტიკოსიაო, ფაქტია, რომ მესამე წელია ის დამსახურებულ სასჯელს იხდის. მართალია ქართული საზოგადოება თვლის, რომ სააკაშვილის წინააღმდეგ დამდგარი განაჩენი ძალიან მსუბუქია და პირობებში, რომელშიც ის ჰყავთ აშკარად არათანაბარი მოპყრობის გამომხატველია ყველა დანარჩენი მსჯავრდებულებისადმი და სააკაშვილს დაუმსახურებლად, პრივილეგირებულ მდგომარეობაში აყენებს, მაგრამ სასჯელი მაინც სასჯელია.


ვერავითარმა ანგარებიანმა ევროპოლიტიკოსებმა და „მსოფლიო დონის“ ექსპერტებმა ვერ დაამტკიცეს ვერც მისი გამოგონილი მოწამვლა და ვერც „მძიმე და განუკურნებელი“ სიმულაციური ავადმყოფობები.


რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, მან ერთი კვირის წინ ორაზროვნად განაცხადა, რომ ჯერ ყველაფრის თქმის დრო არ დამდგარა, მაგრამ მომავალში აუცილებლად ახდის ფარდას მასზე საერთაშორისო მასშტაბის პოლიტიკური თუ ფინანსური ზეწოლის მიზეზებს.


2022 წლის მარტში კელი დეგნანის ბიძინა ივანიშვილთან სტუმრობისას ელჩისგან ბიძინას პოლიტიკაში დაბრუნებისა და საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის მოთხოვნას ჰქონდა ადგილი. ეს არაპირდაპირ თითქმის ყველა მხარემ დაადასტურა. ამის ბოლო დადასტურება იყო ბიძინა ივანიშვილის მხრიდან 30 დეკემბერს გაკეთებული განცხადება იმის შესახებ, რომ უკრაინის ომის დაწყების შემდეგ ის ფაქტობრივად დასანქცირებულია. აბა, სხვას რას უნდა უკავშირდებოდეს ამ ორი მოვლენის დამთხვევა დროში?


ცნობილია, რომ მსოფლიო პოლიტიკის არქიტექტორთა კონსერვატორებსა და ფსევდოლიბერალებს შორის არსებობს მწვავე დაპირისპირება. და რომ არა მსოფლიო დონის პოლიტიკოსების გარკვეული ჯგუფის მხრიდან მიღებული მხარდაჭერა, მხოლოდ ქვეყნის შიგნით მის მიმართ არსებული უზარმაზარი ნდობის ვოტუმი, მაინც ვერ გაუძლებდა ასეთ მასიურ პოლიტიკურ და ფინანსურ ზეწოლას.


ისიც ცნობილია, რომ მსოფლიო დონის საბანკო ორგანიზაციებთან ბიძინამ ყველა სასამართლოში გაიმარჯვა და თითქმის ერთი მილიარდი დოლარი მოუგო უძლიერეს საბანკო სისტემას და მასთან დაკავშირებულ სხვადასხვა კომპანიებს, რომლებიც შეეცადნენ მის გაკოტრებას.


გავიხსენოთ, არანაკლები ფულის მქონე ბადრი პატარკაციშვილი და მისი ფინანსური იმპერია რა ადვილად გაანადგურეს ძლიერთა ამა ქვეყნისათა, ბიძინა ივანიშვილი კი კერკეტი კაკალი გამოდგა და არა მგონია, რომ მისი პოზიციის სიმყარე მხოლოდ პირად სიჯიუტეზე თუ სიმტკიცეზე იდგეს და მას კონსერვატიული წრეებიდან, გავლენიანი საერთაშორისო პოლიტიკური აქტორების მხარდაჭერა არ ჰქონდეს.


ის, რომ სატრანზიტო დერეფნად საქართველოა მოაზრებული, ამას ქვეყნის გეოპოლიტიკური მდებარეობის გარდა ბიძინას ფაქტორიც უნდა განაპირობებდეს, რადგან გეოგრაფიული მდებარეობის გარდა დამატებითი ფაქტორები რომ არ არსებობდეს, „შუა დერეფნად“ სხვა ალტერნატივის მონახვაც შესაძლებელი გახდებოდა. აქ გავიხსენოთ ჩინეთში საქართველოს პრემიერ-მინისტრთან პომპეზური დახვედრა... და ბოლოს, ბიძინა რომ ცალკე აღებული ერთი მოთამაშე იყოს, მას დღეს არსებული კრიმინალური ოპოზიცია და მათი გარე მფარველები დიდი ხნის წინ გადაყლაპავდნენ.


ასე რომ, შევარდნაძის შემდეგ საქართველოს საერთაშორისო მასშტაბის პოლიტიკოსი არ ჰყოლია და თუმცა, სააკაშვილი იჩემებს ამ როლს, რეალობა უფრო იმას აჩვენებს, რომ დღეს თუ ვინმეზე შეიძლება ითქვას, რომ მას მსოფლიო პოლიტიკაში თავისი ადგილი და წონა გააჩნია, ეს ბიძინა ივანიშვილია.


შევარდნაძესა და ბიძინა ივანიშვილის მმართველობას ერთი მნიშვნელოვანი განმასხვავებელი გარემოება გააჩნია. შევარდნაძე ისეთ დროს მოხვდა მსოფლიო პოლიტიკის ლიდერთა შორის, როდესაც მას ყველა მხრიდან ზურგის ქარი ჰქონდა (ავღანეთიდან ჯარების გამოყვანა, საბჭოთა კავშირის დაშლა თუ ტოტალიტარიზმის დემოკრატიით შეცვლა დროის მოთხოვნა იყო). ივანიშვილს კი ისეთ მძიმე პირობებში უწევს ქვეყნის ინტერესების დაცვა, როდესაც მსოფლიოს მასშტაბით კონსერვატორებს თავდაცვითი ბრძოლების წარმოება უწევთ ფსევდოლიბერალების წინააღმდეგ.


ამიტომაცაა ბიძინა ივანიშვილის ბრძოლა კიდევ უფრო დასაფასებელი და მხარდასაჭერია.


ესაა ის რაც დღევანდელი მოცემულობით ზედაპირზე დევს და მარტივი დასანახია, ხოლო სამომავლო ძვრები კიდევ უფრო ნათლად დაგვანახებს ბიძინა ივანიშვილის როლსა და მნიშვნელობას“-წერს ნანა კაკაბაძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930