გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ოჯახში ძალადობის ბრალდებით 4 პირი, მათ შორის შვილის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული დააკავეს

15-09-2018

სამართალდამცველებმა ბოლო პერიოდში იმერეთში, აჭარაში, შიდა ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში ოჯახში ძალადობის ბრალდებით 4 პირი დააკავეს.

ზესტაფონის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1954 წელს დაბადებული რ.ს. ოჯახში ძალადობის ნიადაგზე ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


გამოძიებამ დაადგინა, რომ რ.ს.-მ შვილს - 1974 წელს დაბადებულ მ.ს.-ს დანით სხეულზე დაზიანება მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს. პოლიციამ ბრალდებული შემთხვევის ადგილზე დააკავა, დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა კი ნივთმტკიცებად ამოიღო.


გამოძიება ოჯახში ძალადობის ნიადაგზე ჩადენილი მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11-პრიმა 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს.


შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლა და ძალადობის მსხვერპლთა დაცვა მოძალადეებისგან.


ოჯახში ძალადობის ბრალდებით აჭარაში, შიდა ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში 3 პირია დაკავებული. მათ მიმართ გამოძიება ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 126-ე პრიმა მუხლით და 11-პრიმა 151-ე მუხლით მიმდინარეობს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930