გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ჩიქოვანი: ვხედავთ, რომ ოპოზიციაში არის ქაოსი, გვაქვს ღრმა რწმენა, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მოვიპოვებთ მნიშვნელოვან გამარჯვებას

16-01-2024

დღეს, ფაქტობრივად ჩვენ ვხედავთ, რომ ოპოზიციაში არის ქაოსი. ეს არ არის მხოლოდ დღევანდელი მდგომარეობა, ასე არის უკვე რამდენიმე წელია, მას შემდეგ, რაც მათ ქვეყნის დესტაბილიზაციის გეგმა არ გამოუვიდათ და ვერ აღასრულეს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა, განაცხადა.


ჩიქოვანის განცხადებით, მმართველ გუნდს მნიშვნელოვანი შედეგები აქვს, რომლითაც ამომრჩევლების წინაშე წარდგება და არჩევნებზე გამარჯვებას მოიპოვებს.


"ყველა კარგად ხვდება, რომ მათ არანაირი დღის წესრიგი არ აქვთ, არ შეუძლიათ, პოზიტიური შეთავაზებების წარდგენა ჩვენი მოქალაქეების წინაშე, მათ არ აქვთ არანაირი შინაარსის მატარებელი პოლიტიკა, მათი პოლიტიკა თავიდან ბოლომდე, პირდაპირ დესტრუქციაზეა დაფუძნებული.


დღეს ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი შედეგები, რომლითაც „ქართული ოცნება წარდგება საკუთარი ამომრჩევლის წინაშე და გვაქვს ღრმა რწმენა, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მოვიპოვებთ მნიშვნელოვან გამარჯვებას“ - აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728