17-01-2024
„ხალხის ძალის“ წევრი ეკა სეფაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიცია კვლავ აპირებს საქართველოს წინააღმდეგ მავნებლური პოლიტიკის გატარებას.
როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ამის დასტურია მამუკა გამყრელიძის აღიარება.
„ოპოზიციისთვის მისაღებია, რომ საქართველოში იყოს არეულობა და რამენაირად შეცვალოს ხელისუფლება, რომელიც არ თანხმდება ისეთ საქმიანობაში ჩართვას, რაც პირდაპირ აზიანებს ქვეყანას და საქართველოს მოსახლეობას. მამუკა გამყრელიძის განცხადება არის კიდევ ერთი აღიარება იმის, რასაც ჩვენ ისედაც ვამბობდით, რომ ეს ოპოზიცია ეწინააღმდეგება საქართველოში ყველანაირ სიკეთეს. სინამდვილეში, ისინი კვლავ აპირებენ საქართველოს წინააღმდეგ მავნებლური პოლიტიკის გატარებას,“ - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.
ცნობისთვის, პარტია „ევროპელი დემოკრატების“ გენერალურმა მდივანმა მამუკა გამყრელიძემ განაცხადა, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები ევროპაში დადიოდნენ და ითხოვდნენ, რომ საქართველოსთვის არ მიენიჭებინათ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი.