გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე - ჩინეთის ვაჭრობის მინისტრის მოადგილესთან შეხვედრაზე განვიხილეთ ყველა საკითხი, რომელიც უკავშირდება ჩინეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობას სავაჭრო-ეკონომიკურ საკითხებში

17-01-2024

„შევხვდით ჩინეთის ვაჭრობის მინისტრის მოადგილეს, ლინგ ძის, განვიხილეთ ყველა საკითხი, რომელიც უკავშირდება ჩინეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობას სავაჭრო-ეკონომიკურ საკითხებში,“ - ამის შესახებ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტით მყოფმა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, დელეგაციის ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.


მისი თქმით, საუბარი შეეხო ვაჭრობას სხვადასხვა მიმართულებით, ასევე ენერგეტიკის, ტრანსპორტის, ტურიზმის მიმართულებით თანამშრომლობას.


„შევხვდით ჩინეთის ვაჭრობის მინისტრის მოადგილეს, ლინგ ძის, განვიხილეთ ყველა საკითხი, რომელიც უკავშირდება ჩინეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობას სავაჭრო-ეკონომიკურ საკითხებში. საუბარი შეეხო სხვადასხვა სფეროს, უშუალოდ ვაჭრობას სხვადასხვა მიმართულებით, ასევე ენერგეტიკის, ტრანსპორტის, ტურიზმის მიმართულებით თანამშრომლობას. შევეხეთ პრაქტიკულად ეკონომიკის ყველა სფეროს, გვქონდა ძალიან დეტალური, პროდუქტიული განხილვა, მადლობა ამისთვის ჩინეთის ვაჭრობის მინისტრის მოადგილეს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930