გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ოზურგეთში მომხდარი დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გაიხსნა-დაკავებულია ერთი პირი

15-09-2018

შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1987 წელს დაბადებული თ.ც., ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, ოზურგეთში დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა, მიმდინარე წლის 15 სექტემბერს, ოზურგეთში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 2001 წელს დაბადებულ ა.ნ.-ს ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაზარალებული ოზურგეთის საავადმყოფოში არის გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.


სამართალდამცველებმა თ.ც., მომხდარიდან რამდენიმე წუთში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ ურთიერთშელაპარაკებისას, საკუთარი ცივი იარაღით დაზიანებები თ.ც.-მაც მიიღო. ბრალდებულს სამედიცინო დახმარება მედიკოსებმა უკვე აღმოუჩინეს.


გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930