გაიგე განსხვავებული

შაბათი, მარტი 15, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აქციას - „დავასუფთავოთ მსოფლიოს“ უერთდება

15-09-2018

გარემოსა დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნოდარ კერესელიძემ და საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, საერთაშორისო აქციაში „დავასუფთაოთ მსოფლიო! დავასუფთაოთ საქართველო!“ მიიღეს მონაწილეობა, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით, ყოველწლიურად 15-16 სექტემბერს იმართება.


თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, დასუფთავების აქციაში, შვედეთის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი მოლი ლეინი, ამერიკის საელჩოს წარმომადგენლები და „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები - საქართველოს“ თანათავმჯდომარე ნინო ჩხობაძეც მონაწილეობნენ.


დასუფთავების ყოველწლიური საერთაშორისო კამპანია – ,,დავასუფთაოთ მსოფლიო“ (Clean Up the World), 1992 წელს დაფუძნდა გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) ინიციატივით და ემსახურება ადგილობრივი გარემოს გაუმჯობესებას. კამპანიამ გააერთიანა მთელი რიგი ქვეყნების ხელისუფლებისა და ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლები, საზოგადოებრივი ორგანიზაციები და მოქალაქეები ფართომასშტაბიანი დასუფთავების აქციების ჩასატარებლად. ამ დროისთვის 140-ზე მეტი ქვეყანაა ჩართული კამპანიაში.


აქცია გარემოსა დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა, რომელსაც ორგანიზებას უწევდა საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები - საქართველო, საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“, ,,ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა” პროგრამით „დავასუფთაოთ საქართველო-ფაზა III”, მყარი ნარჩენების მართვის კომპანია, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი, საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საერთაშორისო კამპანიის Let’s Do IT საქართველოს ეროვნული პლატფორმის წევრი ორგანიზაცია „კავკასიის ახალგაზრდული კავშირი“ და CENN–ის პროგრამა ნარჩენების მართვის ტექნოლოგია რეგიონებში, ფაზა II, (WMTR II), რომელსაც მხარს უჭერს USAID-ი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31