გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნათია მეზვრიშვილი: "მარიხუანას" შესახებ ქაოტური საკანონმდებლო ვიტარება უნდა დარეგულირდეს

15-09-2018


შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასა და მარიხუანას რეგულირებასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა.


მეზვრიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ლოგიკა კანაფთან დაკავშირებით ბოლო გადაწყვეტილების გარდა სხვა წინა გადაყვეტილებებშიც ვითარდებოდა.


"საკონსტიტუციო სასამართლომ კანაფთან დაკავშირებით არაერთი გადაწყვეტილება მიიღო: გააუქმა გარკვეულ ოდენობებზე თავისუფლების აღკვეთა, ერთხელ გვითხრა რომ სანქცია იყო არაპროპორციული, მეორედ გვითხრა რომ თავისუფლების აღკვეთა საერთოდ არ იყო მიზანშეწონილი, მესამედ გვითხრა, რომ მარიხუანის მოხმარებაზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა არაკონსტიტუციური იყო. ბოლოს 30 ივლისს სასამართლომ გვითხრა, რომ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მარიხუანის მოხმარებაზე იყო არაკონსტიტუციური, ანუ პრაქტიკულად მარიხუანის მოხმარების ლეგალიზება მოხდა" - განაცხადა მეზვრიშვილმა.


შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლო არაა კანონმდებელი ორგანო და მისი გადაწყვეტილებების ასახვა კანომდებლობაში მთავრობის პასუხისმგებლობაა.


"მთავრობა და აღმასრულებელ ხელისუფლება უნდა მოვიქცეთ როგორც პასუხისმგებლიანი აღმასრულებელი ხელისუფლება - საკონსტიტუციო სასამართლო არ არის საკანონმდებლო ორგანო, ჩვენ ვერ დაველოდებით როდის გამოიტანს ის კანაფთან და მარიხუანასთან დაკავშირებით შემდგომ გადაწყვეტილებებს. 30 ივლისისს გადაწყვეტილების შემდეგ, დაუყოვნებლივ უნდა მომხდარიყო ამის რეგულაციაა. უფრო მეტსაც გეტყვით, 2015 წლიდან მოყოლებული არაერთი გადაწყვეტილებაა მიღებული და აქამდეც უნდა მომხდარიყო ამის რეგულაცია - ვთქვათ, რომ ცოტა დაგვიანებულია, მაგრამ 30 ივლისის გადაწყვეტილებ იყო გარდამტეხი და ჩავთვალეთ, რომ შექმნილი ქაოტური მდგომარეობა უნდა დარეგულირდეს და ეს არის პირველ რიგში შინაგან საქმეთა სამინისტროს ინტერესი“ - განაცხადა მეზვრიშვილმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930