22-01-2024
„გონებრივი, ინტელექტუალური დეგრადაციის ევოლუციას თუ გინდა დააკვირდე, დღეს საქართველოში ამისთვის ფართო ასპარეზი გვაქვს, სამწუხაროდ. როგორც მინიმუმ, ორი ძირითადი ბანაკი გამოიკვეთა და ერთმანეთთან ასპარეზი აქვთ გამოცხადებული, ამ ქვეყნისთვის მაქსიმალურად მისაყენებელი ზიანის ხარჯზე," - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი.
ვრცელ პოსტში საუბარია იმაზე, თუ როგორ ემზადებიან რევანშისტული ძალები „რუსული შემოდგომისთვის" თავისი „რუსული არჩევნებითა" და „რუსული გაყალბებით".
„ახალი წლის დადგომისთანავე აგუგუნდა ნაცსექტის „რუსული ლაბორატორია" - USAID-ის ხაზითაც ამბავი მოუვიდათ: „პრემია იქნება, თითო სტიგმა - სტოტიЩი" და „წავიდა ესემესები": „რუსული შობა", „რუსული ხატი", „რუსული სარწმუნოება", „რუსული ნათლისღება". იანვრის თემის ათვისების შემდეგ წინ იქნება „რუსული მირქმა", „რუსული დიდი მარხვა" და რაც მთავარია - „რუსული აღდგომა." დოლარის არომატზე დაგეშილები საგულდაგულოდ ემზადებოდნენ „რუსული შემოდგომისთვის" თავისი „რუსული არჩევნებითა" და „რუსული გაყალბებით". მაგრამ არიან მათ შორის ისეთებიც, ვინც „ტაივანურ დოლარზეც" კი თანახმაა, თავისი კომუნისტ-ყოფილი მეუღლის ვერშემდგარი საბჭოთა პენსიის ასანაზღაურებლად. სულ რომ არ გინდოდეს ის კლასიკური ანეკდოტი გახსენდება, სკოლიდან სახლში ატირებული ბიჭუნა რომ ბრუნდება: „პაპ-ჯან, კლასში ბავშვები დამცინიანო: სომეხი ხარო!". მერე შენც დასცინეო, მამამ: თქვე ქართველებოო! დავცინიო, პაპ-ჯან, განა არ დავცინიო, მაგრამ არა სწყინთო!!! გონებრივი, ინტელექტუალური დეგრადაციის ევოლუციას თუ გინდა დააკვირდე, დღეს საქართველოში ამისთვის ფართო ასპარეზი გვაქვს, სამწუხაროდ.
როგორც მინიმუმ, ორი ძირითადი ბანაკი გამოიკვეთა და ერთმანეთთან ასპარეზი აქვთ გამოცხადებული, ამ ქვეყნისთვის მაქსიმალურად მისაყენებელი ზიანის ხარჯზე. მაგრამ ამ სიჩლუნგეში ჩემი ფავორიტები - მაინც USAID-ის „ლეკვებია" თავისი „რუსული" ვარიაციებით, რომლებიც აღარც გვწყინს, უბრალოდ აზროვნებისაგან გამოშიგნული გონების დაქვეითებული შესაძლებლობების, ახალ „მწვერვალებზე" აყვანის სამეცნიერო დაკვირვებას ვაწარმოებთ. ხშირად გვიწევს იმის განმეორება, რომ ჩვენ კი არა, მთელ მსოფლიოს მოუწევს ურთულესი „რუსული დრაკონის" წელიწადთან გამკლავება.
მაგრამ, ეს წელიწადიც გაივლის და თუ წლევანდელ დიდ მარხვას (აქ მხოლოდ „კულინარულ" ასპექტს არ ვგულისხმობ) ოდნავ უფრო გამძაფრებული „რუსული შემართებით" გავივლით, „რუსულ შემოდგომაზე" ვინ დაითვლის „ქართულ წიწილებს", ამასაც დავანახებთ „რუსული ლაბორატორიის" მესვეურებს...“ - წერს facebook-ზე დავით ქართველიშვილი.