16-09-2018
არსებული ინფორმაციით საქართველოს 22 მოქალაქე ტრაპზონიდან სარფის მიმართულებით მგზავრობდა. მათ მგზავრობის თანხა, თითომ 70 ლირა წინასწარ გადაიხადა, თურქმა მძღოლმა კი ისინი ჩქაროსნულ მაგისტრალზე მოტყუებით ჩამოსვა, თანხა მიითვისა და გაიქცა.
"ქართველები თურქეთში იმყოფებოდნენ სამუშაოდ. მათ ავტობუსი დაიქირავეს და ტრაპზონიდან სარფის საბაჟომდე მგზავრობაში 1540 ლირა გადაიხადეს. ტრაპზონიდან ახალი გასული იყო ავტობუსი რა დროსაც მძღოლმა განაცხადა რომ ტრანსპორტი დაზიანდა. მოიმიზეზა რომ ვერ ქოქავდა და ქვრებოდა ავტობუსი.
ტრანსპორტიდან ყველა ჩამოსვა, მათი ბარგი ჩამოიტანა დაბლა და ქართველებს სთხოვა მოაწექით ავტობუსს იქნებ დავქოქოვო. დაახლოებით 30 მეტრი ასე არბენინა ტყუილად, მერე კი დაქოქა და წავიდა. ასე მიატოვა მგზავრები შუა მაგისტრალზე", - განაცხადა "ინფო რუსთავთან" სოფო ცეცხლაძემ.
საქართველოს მოქალაქეებმა ღამე მაგისტრალზე გაათენეს, გამთენიისას კი ქართული სანომრე ნიშნებით მოძრავი მიკროავტობუსი შენიშნეს რომელმაც მგზავრები სარფამდე ჩაიყვანა. არსებული ინფორმაციით საქართველოს მოაქალაქეები თურქეთში სამეგრელოდან, თხილის საკრეფად იყვნენ ჩასულები.
16-11-2024
16-11-2024