გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„გიზ-გიზი“ - ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ახალი პროექტი ზამთრის კურორტებზე

22-01-2024

საქართველოს ოთხივე სათხილამურო კურორტზე 3 დღიანი ფესტივალი „გიზ-გიზი“ გაიმართება. ფესტივალი 2-4 თებერვალს გუდაურში, 9-11 თებერვალს ბაკურიანში, 17-18 თებერვალს  გოდერძიზე, ხოლო 1-3 მარტს მესტიაში ჩატარდება.


ფესტივალზე დასწრება თავისუფალია.


ფესტივალის ფარგლებში,  ჩემპიონატების პერიოდში, დამსვენებლის მოსაზიდად ზამთრის გასართობი სოფლები მოეწყობა, დაგეგმილია პერფორმანსები, თამაშები და გასართობი აქტივობები.  მთელი დღის განმავლობაში მუსიკალურ გაფორმებაზე იზრუნებენ ბენდები და დიჯეები. მოეწყობა სამეწარმეო ბაზარი ზამთრის, სრიალისა და მთის თემატიკის შესახებ, ასევე კვების სივრცეები, ბარი, ფოტო და საბავშვო ზონები.  საფესტივალო ტერიტორია აღჭურვილი იქნება გამათბობლებით.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728