გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დიმიტრი ხუნდაძე: როცა ისეთ NGO-ებზე ვსაუბრობთ, როგორსაც თინა ხიდაშელი წარმოადგენს, უფრო კარგად ჩანს, თუ რატომ გააპროტესტებინეს საზოგადოების ნაწილს „ხალხის ძალის“ კანონი დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ

22-01-2024

„ვფიქრობ, რომ ისეთი განცხადებები და ქმედებები, რასაც თინა ხიდაშელი ან სხვა, მსგავსი პერსონები არ ერიდებიან, ჩვენი ქვეყნისთვის სახიფათოა“, - ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.


დიმიტრი ხუნდაძემ თავდაცვის ყოფილი მინისტრის, თინა ხიდაშელის ანტიჩინურ განცხადებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხიდაშელის არასამთავრობო ორგანიზაცია ტაივანიდან ფინანსდება, რაც ამ განცხადებებს კიდევ უფრო სახიფათოს ხდის.


„გარდა იმისა, რომ ისევ ჩანს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, მათ შორის თინა ხიდაშელი, საგარეო ფულზე როგორ არიან დამოკიდებული და ასევე, შიდა პოლიტიკურ პროცესებში როგორ აქტიურად არიან ჩართულნი (შესაბამისად, პირდაპირი მნიშვნელობით არასამთავრობო სექტორს არ წარმოადგენენ), ვფიქრობ, რომ ისეთი განცხადებები და ქმედებები, რასაც თინა ხიდაშელი ან სხვა, მსგავსი პერსონები არ ერიდებიან, ჩვენი ქვეყნისთვის სახიფათოა.


როდესაც თინა ხიდაშელი ანტიჩინურ კამპანიას აფინანსებს და ამ დროს, მისი არასამთავრობო ორგანიზაცია ტაივანის ფულით ფინანსდება, რა თქმა უნდა, იმის რისკი ჩნდება, რომ ეს შესაძლოა საქართველოს საწინააღმდეგოდ შემობრუნდეს. ასეთი უპასუხისმგებლო დამოკიდებულებით აფხაზეთის არაღიარების პოლიტიკისთვის შესაძლოა ძალიან დიდი საფრთხე შეიქმნას.


ყველასთვის, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლისთვის, პოლიტიკოსისა თუ მოქალაქისთვის საკუთარი ქვეყნის ინტერესები უნდა იყოს გზამკვლევი“, - აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.


„ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გაიხსენა მოძრაობის მიერ ინიცირებული კანონი გამჭვირვალობის შესახებ და აღნიშნა, რომ თინა ხიდაშელის არასამთავრობო ორგანიზაციების მსგავსი წარმონაქმნების გამო უწოდეს საქართველოს მოწინააღმდეგე ძალებმა კანონს „რუსული“.


„როცა თინა ხიდაშელის მსგავს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებზე ვსაუბრობთ, კიდევ უფრო კარგად ჩანს, თუ რატომ გააპროტესტებინეს საზოგადოების ნაწილს, თან წაუკითხავად, „ხალხის ძალის“ კანონი დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ, რომელიც ამერიკული FARA-ს ანალოგი იყო და რომელსაც, სპეციალურად, „რუსული კანoნი“ უწოდეს.


მეც მომწონს ევროპა, იმიტომ, რომ იქ კანონის უზენაესობა უპირატესია. შესაბამისად, პოლიტიკური პროცესები იმის მიხედვით არ ვითარდება, ვინ ვისგან იღებს მეტ ფულს, რომ ქვეყანაში გადაწყვეტილების ფორმა შეარჩიოს, შეურაცხყოფას სიტყვის თავისუფლება უწოდოს, ან საკუთარი ქვეყნის პოლიტიკა სხვისას მოარგოს.


საზოგადოების ინფორმირება ამ მხრივ მნიშვნელოვანია და ჩვენ, „ხალხის ძალა“, ამას გავაგრძელებთ. „ხალხის ძალა“ არის ერთ-ერთი შორსმჭვრეტელი პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც საზოგადოებასთან ერთად თავის თავზე იღებს იმას, რომ ამ პოლიტიკურად რთულ ვითარებაში რისკები დააზღვიოს!“, - აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930