22-01-2024
ჩვენი გამარჯვება საპარლამენტო არჩევნებში გარდაუვალია. ჩვენი მაჩვენებელი დღეს არის დაახლოებით 60%-მდე, აქედან გამომდინარე, ოპოზიციას არ აქვს არავითარი შანსი, ამ არჩევნებში რაიმე წარმატებას მიაღწიოს, ეს ყველაფერი თვითონ შექმნეს - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, 2024 წელს ხელისუფლების ამოცანაა ქვეყნის შემდგომი წინსვლა.
„იქნება მნიშვნელოვანი წელი, მათ შორის იმ კუთხით, რომ იქნება საპარლამენტო არჩევნები. დარწმუნებული ვართ, რომ ქვეყანა შეინარჩუნებს მშვიდობას, ექნება წინსვლა, ამაზე ვართ ჩვენ პასუხისმგებელი და ამ პასუხისმგებლობით ვიმოქმედებთ მომავალ წელსაც. ჩვენი გამარჯვება ამ საპარლამენტო არჩევნებში გარდაუვალია. ჩვენი მაჩვენებელი დღეს არის დაახლოებით 60%-მდე, აქედან გამომდინარე ოპოზიციას არ აქვს არავითარი შანსი, რომ რაიმე წარმატებას მიაღწიოს ამ არჩევნებში, ეს ყველაფერი თვითონ შექმნეს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.