გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„ეს იქნება კონცერტი ყველასთვის“ - დღეს ქეთი მელუას კონცერტი გაიმართება

16-09-2018

დედაქალაქის მერიის პროექტის „თბილისის ცის ქვეშ“ ფარგლებში, ბრიტანეთში მოღვაწე ცნობილი ქართველი მომღერლის, ქეთი მელუას კონცერტი გაიმართება.

ქეთი მელუა საქართველოს „თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის“ ფარგლებში ეწვია. მსოფლიო მასშტაბის პოპ-ვარსკვლავის კონცერტი 16 სექტემბერს, 21:00 საათზე, ევროპის მოედანზე გაიმართება. ქეთი მელუა ქართველი მსმენელის წინაშე თავის ბრიტანულ ჯგუფთან ერთად, ძველი და ახალი ჰიტებით წარდგება. კონცერტზე დასწრება თავისუფალია.


თბილისში ჩამოსულ მომღერალს დედაქალაქის მერი კახა კალაძე შეხვდა და იუბილარ მუსიკოსს დაბადების დღე მიულოცა. კახა კალაძემ ქეთი მელუას თბილისის მერიის პროექტში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა.


ქეთი მელუას აეროპორტში თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია, მედიის წარმომადგენლები და თაყვანისმცემლები დახვდნენ. ცნობილი მომღერლის თქმით, ყველაზე სასიხარულო და მნიშვნელოვანი მისთვის კონცერტზე თავისუფალი დასწრების შესაძლებლობაა.

როგორც ქეთი მელუამ აღნიშნა, „ეს იქნება კონცერტი ყველასთვის“.


„როგორც კი თვითმფრინავში ვჯდები და საქართველოსკენ მოვდივარ, ვიქცევი ბავშვად. ეს არის არანორმალური ემოცია და სიყვარული, რადგან აქ ყოფნის დროს ყოველთვის ვგრძნობ ძალიან დიდ სითბოს და პატივისცემას. აქ ჩემი სახლია. ძალიან ვამაყობ, რომ ეს ყველაფერი იქნება ქართველი მაყურებლისთვის. რეპერტუარში იქნება ის სიმღერაც, რომელიც საქართველოში რამდენიმე თვის წინ ჩავწერე ნიკოლოზ რაჭველის სიმფონიურ ორკესტრთან და გორის ქალთა კამერულ გუნდთან ერთად. ეს იქნება კონცერტი ყველასთვის, რაც განსაკუთრებით საინტერესო და სასიხარულოა. ყველა დაინტერესებულ ადამიანს შეუძლია, მოვიდეს, დადგეს იქ, სადაც უნდა და დაესწროს კონცერტს სრულიად უფასოდ. მაგალითად, ინგლისში და ზოგადად, ევროპაში ასეთი რამ ჯერ არ ხდება. ეს არის ძალიან პროგრესული ნაბიჯი, რაც ძალიან მახარებს“, - განაცხადა ქეთი მელუამ.


ქეთი მელუა წარმოშობით ქართველი მუსიკოსია, რომელიც, წლებია, ლონდონში ცხოვრობს. მუსიკალური კარიერის განმავლობაში, 2003 წლიდან, რვა სტუდიური ალბომი აქვს გამოშვებული. მისი კონცერტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში წარმატებით იმართება. მსოფლიოში ქეთია მელუას 11 მილიონზე მეტი დისკია გაყიდული. ის კომპოზიციებს ჯაზისა და ბლუზის სტილში ასრულებს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930