გაიგე განსხვავებული

კვირა, ივლისი 20, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნინო ფოჩხუა: ეს არის საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზი დამყარებული უამრავ კვლევაზე და არა საზოგადოების "დასაბოლებლად" გაკეთებული განცხადება, როგორც ამას სააკაშვილი აკეთებდა

29-01-2024

ეს არის საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზი დამყარებული უამრავ კვლევაზე და არა საზოგადოების "დასაბოლებლად" გაკეთებული განცხადება, როგორც ამას სააკაშვილი აკეთებდა. ამის გადამოწმება კი ძალიან ადვილია, მთავარია სურვილი, - ასე ეხმიანება ექსპერტი ნინო ფოჩხუა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, სადაც ამბობს, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, 2028 წლისთვის კიდევ უფრო შემცირდება საქართველოში და ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მოსახლეობის ცხოვრების დონეებს შორის სხვაობა.


ფოჩხუას თქმით, რაც არ უნდა მოიმოქმედოს დღევანდელმა დესტრუქციულმა ოპოზიციამ, ვერ შეაჩერებენ ქვეყნის განვითარებას, რადგან ხელისუფლება ბოლომდე მიიყვანს დაწყებულ საქმეს ქართველ ხალხთან ერთად.


„ეს არის საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზი დამყარებული უამრავ კვლევაზე და არა საზოგადოების "დასაბოლებლად" გაკეთებული განცხადება, როგორც ამას სააკაშვილი აკეთებდა. ამის გადამოწმება კი ძალიან ადვილია, მთავარია სურვილი. გარდა იმისა, რომ დღევანდელი ხელისუფლება სწორ საგარეო პოლიტიკას აწარმოებს, ქვეყნის ეკონომიკური წინსვლაც მისი სწორი პოლიტიკის შედეგია. ნურავის ეგონება, რომ ქართველი ხალხი ამას ვერ ხედავს. რაც არ უნდა მოიმოქმედოს დღევანდელმა დესტრუქციულმა ოპოზიციამ, არყიოს ქვეყანა, იმუშაონ საბოტაჟის რეჟიმში, ვერ შეაჩერებენ ქვეყნის განვითარებას, რადგან ხელისუფლება ბოლომდე მიიყვანს დაწყებულ საქმეს ქართველ ხალხთან ერთად,“ - წერს ნინო ფოჩხუა Facebook-ზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031