გაიგე განსხვავებული

კვირა, აპრილი 06, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
მამუკა ბახტაძე - 2017 წლის ბიუჯეტი გადაჭარბებითაა შესრულებული

12-01-2018

2017 წლის ბიუჯეტი შესრულებულია გადაჭარბებით, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ 2017 წლის ბიუჯეტის შესრულებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, ფინანსთა სამინისტროს უკვე აქვს წინასწარი მონაცემები. 

„ბიუჯეტის შემოსულობები გადაჭარბებითაა შესრულებული 120 მილიონი ლარით. ჩვენ 18-20 იანვარს გვექნება უკვე დეტალური ინფორმაცია, რომელსაც პარლამენტსაც წარვუდგენთ და ამაზე ბრიფინგიც გაიმართება, სადაც ბიუჯეტის თითოეულ პარამეტრზე ძალიან დაწვრილებით ვისაუბრებთ. დღეს შემიძლია გითხრათ, რომ ბიუჯეტი შესრულებულია გადაჭარბებით 120 მილიონი ლარით, ასევე ძალიან კარგი ციფრები გვაქვს ათვისების ნაწილშიც და თითოეულ ამ პარამეტრზე ჩვენ 18-20 იანვარს ძალიან დეტალურ ინფორმაციას მოგაწვდით“, - განაცხადა ბახტაძემ. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930