გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი ამილახვარი: გაგრძელდება ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მიმართულებით მიმდინარე რეფორმა, რაც გულისხმობს ქვეყნის მასშტაბით მოქმედი ბაღების თვითშეფასებასა და ეტაპობრივ ავტორიზაციას

5-02-2024

„სკოლამდელ განათლებაზე საყოველთაო ხელმისაწვდომობისა და ინკლუზიური გარემოს უზრუნველყოფის მიზნით, გრძელდება ინტენსიური მუშაობა. მიმდინარეობს და გაგრძელდება  დივერსიფიცირებული სკოლამდელი განათლების კონცეფციაზე მუშაობა, რაც გულისხმობს საჭიროებებზე მორგებული მომსახურებების განვითარებას როგორც ურბანული დასახლებების მრავალრიცხოვანი ჯგუფების განტვირთვის, ისე მაღალმთიანი რეგიონების მცირეკომლიანი და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული მუნიციპალიტეტებისთვის,“ – ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრობის კანდიდატმა გიორგი ამილახვარმა პარლამენტში განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა, კულტურის, სპორტის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განაცხადა.


მინისტრობის კანდიდატის თქმით, სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსდება სკოლამდელი განათლების უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამები და გაგრძელდება ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მიმართულებით მიმდინარე რეფორმა. როგორც გიორგი ამილახვარმა აღნიშნა, რეფორმა გულისხმობს ქვეყნის მასშტაბით მოქმედი საჯარო და კერძო ბაღების თვითშეფასებასა და ეტაპობრივ ავტორიზაციას. ამასთან, თვითშეფასების მხარდაჭერის პროცესი უფასოდ და თანაბრად უზრუნველყოფილი იქნება როგორც საჯარო, ასევე კერძო საბავშვო ბაღებისთვის.


მინისტრობის კანდიდატმა ყურადღება გაამახვილა არაქართულენოვანი მოსახლეობით დასახლებული რეგიონების ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში ბილინგვური სწავლების მოდელის დანერგვის მნიშვნელობაზე.


გიორგი ამილახვარი: „ეთნიკური უმცირესობების გაძლიერებისა და მათთვის ხარისხიანი განათლების მიწოდების უზრუნველყოფის მიზნით, არაქართულენოვანი მოსახლეობით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში ყველა საბავშვო ბაღში დაინერგება სახელმწიფო ენის სწავლება ბილინგვური მოდელით. პარალელურად აქტიურად გაგრძელდება ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის ხარისხიანი საგანმანათლებლო რესურსების შემუშავება/განვითარება. ეთნიკური უმცირესობების საჭიროებებზე მორგებული სკოლამდელი განათლება ხელს შეუწყობს სასკოლო მზაობის გაუმჯობესებას და  ზოგადი განათლების საფეხურზე საგანმანათლებლო პროცესის ხარისხის ზრდას.“

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2024    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031