გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლაშა ხუციშვილი: პანდემიის შემდეგ სამ წელიწადში, სრულად შევძელით ფისკალური პარამეტრების, მიმდინარე ანგარიშის ბალანსისა და ინფლაციის პანდემიამდელ დონეზე ქვემოთ დაბრუნება

6-02-2024

პანდემიის შემდეგ სამ წელიწადში, სრულად შევძელით ფისკალური პარამეტრების, მიმდინარე ანგარიშის ბალანსისა და ინფლაციის პანდემიამდელ დონეზე ქვემოთ დაბრუნება - განაცხადა ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა, ლაშა ხუციშვილმა აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე.


როგორც მან აღნიშნა, საქართველომ საკმაოდ სწრაფად მოახერხა ინფლაციისა და ზოგადად, ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა და გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკიდან ეტაპობრივი გამოსვლის დაწყება, რაც  საქართველოს მთავრობისა და ეროვნული ბანკის კოორდინირებულმა და თანმიმდევრულმა  ეკონომიკურმა პოლიტიკამ განაპირობა.


 „ჩვენ გასული წლის მეორე ნახევრიდან ვხედავთ ინფლაციის მკვეთრ დასტაბილურებას, რასაც ხელი შეუწყო, როგორც მაკროეკონომიკურმა პოლიტიკამ და ფისკალურმა კონსოლიდაციამ, ასევე, საერთაშორისო ფასების დასტაბილურებამ, მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების მექანიზმის შემოღებამ და თურქეთის ბაზარზე წვდომამ. გასულ წელს საშუალო ინფლაციამ 2,5 პროცენტი შეადგინა, ხოლო ბოლო 10 თვის განმავლობაში ინფლაცია მიზნობრივი მაჩვენებლის ფარგლებშია. მოსალოდნელია, რომ ინფლაცია მომავალშიც მიზნობრივი მაჩვენებლის ფარგლებში შენარჩუნდება", - აღნიშნა ლაშა ხუციშვილმა.


მისი თქმით, მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის მიზანია, სწრაფი და ინკლუზიური ზრდის მიღწევა, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ კერძო სექტორის წამყვანი როლითაა შესაძლებელი.


„მაკროეკონომიკური სტაბილურობა არის ეკონომიკური ზრდის ფუნდამენტი და ბიზნესგარემოსათვის მისი როლი შეუცვლელია.  სწორედ ამიტომ, ნებისმიერი პროგრამა, თუ პროექტი, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ ამ ჩარჩოშია მოქცეული. განსაკუთრებით, მინდა შევეხო საგარეო მოწყვლადობას, რომელიც ისტორიულად მაკროეკონომიკური სტაბილურობის მთავარი გამოწვევაა. ბოლო წლებში, ჩვენ გვაქვს საგარეო მოწყვლადობის თანმიმდევრული შემცირების დინამიკა, რომელიც ჩვენ მიერ განხორციელებული რეფორმების შედეგია, როგორც მიმდინარე ანგარიშის ბალანსის გაუმჯობესების, აგრეთვე, დოლარიზაციის შემცირების მიმართულებით. საგარეო მოწყვლადობების შემდგომი შემცირება კვლავ ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის პრიორიტეტი იქნება. ჩვენ გვაქვს მსოფლიოში ერთ-ერთი მაღალი კაპიტალური დანახარჯები, თუმცა ჩვენი ორიენტირი ყოველთვის ისეთი პროექტებია, რომელსაც კერძო სექტორი დამოუკიდებლად ვერ შეძლებს, თუმცა ეს ინვესტიცია გზას უხსნის კერძო ინვესტიციებს", - აღნიშნა ლაშა ხუციშვილმა.
 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930