გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გია ცაგარეიშვილი გიორგი გახარიაზე: სასტიკად ემიჯნებიან „ნაცმოძრაობას“ და ამას აკეთებენ ის ადამიანები, რომლებიც პირდაპირ არიან შემჩნეული „ნაცმოძრაობასთან“ კავშირებში, ხელისგულზე დევს ყველაფერი

6-02-2024

სასტიკად ემიჯნებიანნაციონალურ მოძრაობასდა ამას აკეთებენ ის ადამიანები, რომლებიც პირდაპირ არიან შემჩნეულინაციონალურ მოძრაობასთანკავშირებში, გახარიას ვგულისხმობ, რომელსაც დღემდე [საკრებულოებში] უმრავლესობა აქვს შეკოწიწებულინაციონალური მოძრაობისთაოსნობით. იმის ილუზია ნურავის ექნება, რომ ეს სააკაშვილის ნებართვის გარეშე მოხდა და ეს მე მგონი ყველაზე კარგად ბატონმა გახარიამ იცის - ამის შესახებ ფრაქციაქართული ოცნებისთავმჯდომარის მოადგილემ გია ცაგარეიშვილმამოამბეშიგანაცხადა.

 

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“, ფაქტიურად განადგურებული და დაშლილია და გადაწყდა სხვადასხვა პოლიტიკური აქტორების აქტიურად ჩართვა.

 

უკანასკნელი პროცესები გვაჩვენებს ერთ რამეს - „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც უკვე ფაქტიურად განადგურებული და დაშლილია, რომლის რეიტინგი არის კლებადი და ეს ყველა კვლევით სააშკარაოზეა გამოტანილი, მათ შორისაიარაისდაენდიაისკვლევებით, რომელსაც ეს ბატონები და ქალბატონები ენდობიან, აქ გადაწყდა სხვადასხვა პოლიტიკური აქტორების აქტიურად ჩართვა, ასევე გვარამიას მიერ შეკოწიწებული ე.. ოპოზიციური პარტია თუ გაერთიანება, იქით გახარიას მცდელობები, რომ თავი ხელისუფლების ალტერნატივად წარმოაჩინოს, მაგრამ ჩვენ ხომ ძალიან კარგად ვხვდებით, რომ ამ ადამიანებს ფაქტიურად არაფერი ანსხვავებს ერთმანეთისგან გარდა ერთი რაღაცისა და ესეც ერთგვარად იუმორის მომგვრელია - სასტიკად ემიჯნებიანნაციონალურ მოძრაობასდა ამას აკეთებენ ის ადამიანები, რომლებიც პირდაპირ არიან შემჩნეულინაციონალურ მოძრაობასთანკავშირებში, გახარიას ვგულისხმობ, რომელსაც დღემდე უმრავლესობა აქვს შეკოწიწებულინაციონალური მოძრაობისთაოსნობით.

 

იმის ილუზია ნურავის ექნება, რომ ეს სააკაშვილის ნებართვის გარეშე მოხდა და ეს მე მგონი ყველაზე კარგად ბატონმა გახარიამ იცის. ასე რომ, ძალიან დაახლოებულია ეს ორი პოლიტიკური ძალა და ხელისგულზე დევს ყველაფერი. როცა ჩვენ ამ პარტიის წარმომადგენლებს ამას ვახსენებთ, ძალიან ღიზიანდებიან.

 

ერთია ისინი რას ამბობენ, ეს არის სუფთა წყლის რიტორიკა და თვალებში ნაცრის შეყრა და მეორეა რაც ხდება ზუგდიდის, წალენჯიხის, რუსთავის და მგონი ბათუმის საკრებულოებში, როცა ამ ადამიანებმა შექმნეს უმრავლესობებინაციონალურ მოძრაობასთან“, რომლებსაც მანამდე აძაგებდნენ. დღეს, როცა დასჭირდებათ გაახსენდებათ, რომ თურმე პატიმარი სააკაშვილი პალატიდან ციხეშია გადასაყვანი, მყისიერად მოყვება ხოლმე ამაზე შემდეგნაცმოძრაობისგამოხმაურება. თეთრი ძაფით არის ეს ყველაფერი ნაკერი, რომ აღარაფერი ვთქვათ გვარამიებზე, მელიებზე და ე.. ახალ სახეებზე, რომლებმაც მანამდენაცმოძრაობისათასი ჯურის ავაზაკთან ერთად ლამის მოსპეს ეს ქვეყანა და ახლა ჰგონიათ, რომ საზოგადოებამ ეს ყველაფერი დაივიწყა და სთავაზობენ, ახალი ფურცლიდან დაიწყონ ურთიერთობები. რა ვუყოთ წარსულს, ეს ხომ ვერ მიეცემა დავიწყებას“ - განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930