გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
GITA -სა და Partisia Blockchain- ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

8-02-2024

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და Partisia Blockchain- ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ორმხრივი შეთანხმების მთავარი მიზანია, საქართველოში მრავალმხრივი გამოთვლითი (MPC) და ბლოკჩეინის ტექნოლოგიების გამოყენებით, ინოვაციების ხელშეწყობა.

 

მემორანდუმის ფარგლებში, GITA და Partisia Blockchain მჭიდრო თანამშრომლობას იწყებენ, რაც, ერთის მხრივ, გულისხმობს Partisia Blockchain-ის აქტიურ ჩართვასა და მონაწილეობას ქართულ ბლოკჩეინსა და Web3 ეკოსისტემაში, მეორეს მხრივ კი,  Partisia Blockchain თავის რესურსებს გაუზიარებს GITA-ს პროგრამების ფარგლებში აღნიშნული სფეროთი დაინტერესებულ პირებს, საჭიროებისამებრ გრანტებისა და ტექნიკური მხარდაჭერის გაწევის გზით.

 

Partisia Blockchain აქტიურად ჩაერთვება GITA-ს საგანმანათლებლო პროგრამებშიც და მნიშვნელოვან როლს შეასრულებს მონაწილეთა ცნობიერებისა და ცოდნის ამაღლებაში ბლოქჩეინ ტექნოლოგიების მიმართულებით.

 

ნაყოფიერი თანამშრომლობის მიზნით, GITA ასევე იქნება შუამავალი Partisia Blockchain-სა და სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეს შორის, როგორც საქართველოს საჯარო და კერძო სექტორებთან, ისე აკადემიურ წრეებთან. დაიგეგმება blockchain/Web3.0-ის რეგიონული ერთობლივი ღონისძიებები. 

 

Partisia Blockchain-ი კონფიდენციალურობის დაცვის, ურთიერთთანამშრომლობისა და მდგრადი ბლოკჩეინის გადაწყვეტილებების ლიდერია, რომელიც უზრუნველყოფს ანგარიშვალდებულ, გამჭვირვალე და დეცენტრალიზებულ მმართველობას.

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930