გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე ანა ბუჩუკურს: შეგიძლიათ მოიკითხოთ, ვისგან და რატომ არის პრივილეგირებული ეს კონკრეტული მოსამართლე, რომელიც პოლიტიკურ პლატფორმას აძლევს მიხეილ სააკაშვილს სასამართლო სხდომათა დარბაზში

8-02-2024

ნამდვილად არასწორი მოვლენაა, რბილად რომ ვთქვათ, არასწორი, თუმცა, შეგიძლიათ მოიკითხოთ, ვისგან და რატომ არის ეს კონკრეტული მოსამართლე პრივილეგირებული, რომელიც პოლიტიკურ პლატფორმას აძლევს მიხეილ სააკაშვილს სასამართლო სხდომათა დარბაზში, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ, პარტია "საქართველოსთვის" დეპუტატის, ანა ბუჩუკურის შეკითხვას იმის შესახებ, რატომ ეძლევა ტელევიზიების საშუალებით პირდაპირ ეთერში მიხეილ სააკაშვილს პარტიულ საქმიანობაში მონაწილეობის და თათბირების ჩატარების შესაძლებლობა, რაც საქართველოს კანონმდებლობით მას აკრძალული აქვს.


ირაკლი კობახიძის განცხადებით, ლეგიტიმურია ნებისმიერი შენიშვნა, რომელიც სასამართლოს პოლიტიკურ პლატფორმად გამოყენებას ეხება, თუმცა, მისივე თქმით, კონკრეტული მოსამართლის კვალი შეიძლება მიდიოდეს იქ, სადაც პარტია "საქართველოსთვის" კვალი მიდის.


"ამაზე მეტ კომენტარს არ გავაკეთებ, ჯერ კიდევ დეპუტატი ვარ და ამით ვსარგებლობ, აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან უფრო მეტად გამიჭირდება ასეთი კომენტარების გაკეთება, მაგრამ დღეს, ჯერ კიდევ შემიძლია გავაკეთო ასეთი კომენტარი. რა თქმა უნდა, ლეგიტიმურია ნებისმიერი შენიშვნა იმასთან დაკავშირებით, რომ არ შეიძლება სასამართლო იყოს გამოყენებული როგორც პოლიტიკური სიტყვის თქმის პლატფორმა, თუმცა, კიდევ ერთხელ მოიკითხეთ, რასთან შეიძლება გვქონდეს საქმე. საბოლოო ჯამში, კვალი შეიძლება მივიდეს იქ, სადაც თქვენი კვალიც მიდის" - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930