გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შემზარავი წასაკითხია, როდესაც ერთი ადამიანი მეორეს მიმართ ისეთი უკიდეგანო ზიზღით არის გამსჭვალული, რომ მის ტრაგიკულ აღსასრულზე ოცნებობს, ეს აღარ არის ხუმრობა, საგანგაშო მოვლენაა და მკაცრ შეფასებას საჭიროებს - რეჟისორი რუსუდან გლურჯიძე

8-02-2024

რეჟისორი რუსუდან გლურჯიძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს ამონარიდებს კინემატოგრაფისტების დიალოგიდან, რომლებიც ბერლინში, ქართული დელეგაციის გამგზავრებას აპროტესტებენ.


შემზარავი წასაკითხია, როდესაც ერთი ადამიანი - მეორე ადამიანის მიმართ, ისეთი უკიდეგანო ზიზღით არის გამსჭვალული, რომ მის ტრაგიკულ აღსასრულზე ოცნებობს, ანუ, ეს ქალბატონები, ბედნიერები იქნებიან, თუ თბილისი-ბერლინის რეისის მგზავრებს: მე, ზურა მაღალაშვილს, სალომე დემურიას, ნიკა აბრამასვილს, ნინი ბადურაშვილს, თინა ყაჯრიშვილს, ლაშა ხალვაშს, მარიამ ხაჭვანს, ლევან გაბრიაძეს, ბაჩო ოდიშარიას... სასტიკი აღსასრული გვეწევა - წერს რუსუდან გლურჯიძე Facebook-ზე.


მისი თქმით, ეს აღარ არის ხუმრობა, ეს უკვე შემაშფოთებელი, საგანგაშო მოვლენაა და მკაცრ შეფასებას საჭიროებს.


„უმორჩილესად ვთხოვ ჩემს ყველა მეგობარს თუ ნაცნობს - შეაფასოს ეს პოსტი (წინასწარ გაფრთხილებთ, რომ დავბუსტე პოსტი, რათა მას, უფრო ფართო აუდიტორია გაეცნოს). იქნებ , ვინმემ, ნაცნობმა თუ უცნობმა, ამიხსნას, რა მოვლენასთან გვაქვს საქმე... იმასაც მოგახსენებთ, რომ ორი დღე ვფიქრობდი, სანამ ამ სქრინს გამოვაქვეყნებდი... ეს სქრინი, ამონარიდია კინემატოგრაფისტების დიალოგიდან, რომლებიც ბერლინში, ქართული დელეგაციის გამგზავრებას აპროტესტებენ.


ვფიქრობ, შემზარავი წასაკითხია, როდესაც ერთი ადამიანი - მეორე ადამიანის მიმართ, ისეთი უკიდეგანო ზიზღით არის გამსჭვალული, რომ მის ტრაგიკულ აღსასრულზე ოცნებობს.


ანუ, ეს ქალბატონები, ბედნიერები იქნებიან, თუ თბილისი-ბერლინის რეისის მგზავრებს: მე, ზურა მაღალაშვილს, სალომე დემურიას, ნიკა აბრამასვილს, ნინი ბადურაშვილს, თინა ყაჯრიშვილს, ლაშა ხალვაშს, მარიამ ხაჭვანს, ლევან გაბრიაძეს, ბაჩო ოდიშარიას... სასტიკი აღსასრული გვეწევა.


ეს აღარ არის ხუმრობა! ეს უკვე შემაშფოთებელი, საგანგაშო მოვლენაა და მკაცრ შეფასებას საჭიროებს.


P.S გოგოებო, არ დაგავიწყდეთ, რომ აღნიშნული თვითმფრინავის A9-781Georgian Airways, ბორტზე, სხვა, ორასამდე მგზავრი იქნება“ - წერს რუსუდან გლურჯიძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930