გაიგე განსხვავებული

ხუთშაბათი, ივნისი 12, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მიხეილ სარჯველაძე ოპოზიციაზე: ოპოზოციიდან ნაწილმა წამოიწყო გამიჯვნის პროცესი და იმ სიმულაციის შექმნა სურთ, თითქოს არ არიან “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები

12-02-2024

წამოიწყეს რაღაც პროცესი, მათ შორის, გამიჯვნის, გასვლის და იმ სიმულაციის შექმნა სურთ, თითქოს ადამიანები, რომლებიც გამოვიდნენ “ნაციონალური მოძრაობიდან”, არ არიან “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ, ოპოზიციის ახალ სტრატეგიაზე საუბრისას "რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა.


მისი თქმით, ოპოზიციის ნაწილი “ნაციონალური მოძრაობისგან” დისტანცირებას ცდილობს, თუმცა, კოლექტიური “ნაცმოძრაობის” წარმომადგენლები არიან.

“მათ სურვილი აქვთ, სუფთა ფურცლიდან დაიწყონ და დაივიწყონ ის, რაც წითელი პასტით იყო ძალიან ბევრი შეცდომის სახით აღნიშნული წინა გვერდებზე მათ ბიოგრაფიაში. ეს, რა თქმა უნდა, არის კოლექტიური “ნაცმოძრაობა” - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30