გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლევან დავითაშვილი: ერთი და იგივე ადამიანები სხვადასხვა კონფიგურაციით გვევლინებიან პოლიტიკურ ასპარეზზე; ეს არის მორიგი მცდელობა, საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში

12-02-2024

ერთი და იგივე ადამიანები სხვადასხვა კონფიგურაციით გვევლინებიან პოლიტიკურ ასპარეზზე. ეს არის მორიგი მცდელობა, საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში, რომ ჩვენ გვყავს ერთის მხრივ ძირითადი ოპოზიციური პარტია „ნაცმოძრაობა“ და ასევე გვყავს სხვა ახალი პარტიები. წლების განმავლობაში გვყავს ერთი ოპონენტი - „ნაციონალური მოძრაობა“ - ბოროტი ძალა, რომელმაც თავისი უპასუხისმგებლო საქმიანობით ქვეყანას ძალიან დიდი კვალი დაატყო- ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილი გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.


როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, ამ ადამიანების როგორც მიდგომები, სტილი, ტაქტიკა, ისე ძირითადი ფუნდამენტური ღირებულებები სრულ თანხვედრაშია ძირითადი ოპოზიციური პარტიის სტილისტიკასთან.


„სამწუხაროდ, დღევანდელი ოპოზიციური სპექტრი დაცლილია არგუმენტისგან. ეს არ არის კარგი არც მთავრობისთვის, როდესაც ჩვენ ვერ ვხედავთ არგუმენტირებულ კრიტიკას. ჩვენ ფაქტიურად არ გვინახავს რაიმე მოსაზრება, ალტერნატიული წინადადება, რომელიც ქვეყნის განვითარებას წაადგებოდა და ჩვენი ხალხისთვის იქნებოდა სასარგებლო. ჩვენ ვხედავთ მხოლოდ დაუსაბუთებელ ბრალდებებს, რომელიც არაფერს ეფუძნება ხოლმე, უბრალოდ ლანძღვას, სამწუხაროდ, ესთეტიკის კუთხითაც ეს ძალიან მიუღებელი და შეუფერებელია, მაგრამ არაფერი გვიკვირს, იმიტომ, რომ ჩვენ წლების განმავლობაში გვყავს ერთი ოპონენტი - ნაციონალური მოძრაობა - ბოროტი ძალა, რომელმაც თავისი უპასუხისმგებლო საქმიანობით ქვეყანას ძალიან დიდი კვალი დაატყო. ჩვენ ვხედავთ, რომ ერთი და იგივე ადამიანები, პიროვნებები სხვადასხვა კონფიგურაციით გვევლინებიან პოლიტიკურ ასპარეზზე. ეს არის მორიგი მცდელობა, რომ საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში რომ ჩვენ გვყავს ერთის მხრივ უკვე ტრადიციულად ჩამოყალიბებული ძირითადი ოპოზიციური პარტია „ნაცმოძრაობა“ და ასევე გვყავს სხვა ძალები, სხვა ახალი პარტიები, რომლებმაც შეიძლება რაღაც ახალი შესთავაზოს საზოგადოებას. ეს ასე არ ხდება, იმიტომ, რომ ახალს ისინი არაფერს გვთავაზობენ. მათი როგორც მიდგომები, სტილი, ტაქტიკა, ისე ძირითადი ფუნდამენტური ღირებულებები სრულ თანხვედრაშია ძირითადი ოპოზიციური პარტიის სტილისტიკასთან.


მათ შორის, ჩვენ დავინახეთ ეს პროცესები ევროპასთან დაახლოების პროცესში გასულ წელსაც, დაწყებული 2022 წლიდან, როდესაც საქართველომ განაცხადა ევროპაში წევრობის შესახებ, ყველა ძალა ერთიანად ცდილობდა ამ პროცესის ხელის შეშლას. ეს გაგრძელდა 2023 წელსაც და იმ დროს, როდესაც ჩვენ ძალიან გეგმაზომიერი მუშაობის შედეგად და ეს იყო მთელი სამთავრობო გუნდის და არა მხოლოდ მთავრობის, მთლიანად მმართველი გუნდის, როგორც საპარლამენტო ისე სამთავრობო ნაწილის, ხალხის მონდომება და სულისკვეთება. ჩვენ შევძელით კანდიდატის სტატუსის მიღება, რომელიც ალბათ ათწლეულების ყველაზე დიდი შედეგი და დამსახურებაა, ამ შემთხვევაშიც კი, ბოლო დღემდე, როდესაც ისინი ამ პროცესს ხელს უშლიდნენ თავისი სხვადასხვა გამოხტომებით, ქმედებით, უპასუხისმგებლობით, მაშინ დაიწყეს გადაბრალება. ჩვენ ვხედავთ დაფაზე ერთი და იგივე ფიგურების გადაადგილებას და ვფიქრობ, რომ ეს ჩვენი მოსახლეობისთვის შეურაცხმყოფელიც არის, იმიტომ რომ მოსახლეობას აქვს საკმარისი გამოცდილებაც უკვე ამ პოლიტიკოსებთან ურთიერთობის, ახალი სახეებიც არ არიან, ეს არის იგივე სახეები, რომლებიც სახელებს და პოზიციებს იცვლიან დაფაზე“ - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930