გაიგე განსხვავებული

კვირა, მარტი 02, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ედიშერ გვენეტაძე სალომე ზურაბიშვილზე: ამ ნომრიან აგენტს პატრონებისაგან ეტყობა ჯერ არ მიუღია დავალება, რომ მიელოცა აზერბაიჯანის პრეზიდენტისთვის არჩევნებში გამარჯვება

12-02-2024

ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე, სალომე ზურაბიშვილის ნაბიჯს, რომლითაც მან თავი შეიკავა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევისთვის არჩევნებში გამარჯვების მილოცვისგან, სოციალურ ქსელში ეხმაურება.


ექსპერტის თქმით, ზურაბიშვილს ჯერ არ მიუღია "პატრონებისგან" დავალება, რომ ალიევს მიულოცოს. იმ შემთხვევაში კი, თუ მას გარედან ნიშანს მისცემენ, საქართველოს პრეზიდენტი ბაქოში "ფეხით ჩავა" მისალოცად.


"ამ ნომრიან აგენტს პატრონებისაგან ეტყობა ჯერ არ მიუღია დავალება, რომ მიელოცა აზერბაიჯანის პრეზიდენტისთვის არჩევნებში გამარჯვება!


როგორც კი მისცემენ გარედან ნიშანს იმ წამში ფეხით ჩავა ეს საქართველოს და ქართველი ხალხის მტერი ბაქოში!


ამიტომაც მომავლის სასკოლო სახელმძღვანელოებში მკაფიოდ უნდა დაიწეროს, როგორი არ უნდა იყოს საერთოდ არცერთი ქვეყნის პრეზიდენტი!


მაგალითი?


აი ეს კონსტიტუციის დამრღვევი, უსამშობლო, პრეზიდენტად წოდებული არსება!!" - წერს გვენეტაძე Facebook-ზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31