გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შალვა პაპუაშვილი ხაზარაძის კამპანიაზე: ეს არის შეფარული მუქარა, რომელიც თითქოს პირდაპირ არ უნდა ჩანდეს, მაგრამ ფაქტია, ასეთი აღქმები უნდა შექმნას ასეთი ტიპის შავმა კამპანიამ

15-02-2024

„ეს არის შეფარული მუქარა, რომელიც თითქოს პირდაპირ არ უნდა ჩანდეს, მაგრამ ფაქტია, რომ ასეთი აღქმები უნდა შექმნას ასეთი ტიპის შავმა კამპანიამ“- ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ პარტია „ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის წამოწყებულ კამპანიას.


როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, მამუკა ხაზარაძეს მუქარის კამპანია აქვს დაწყებული პერსონალურად ბიძინა ივანიშვილის მიმართ.

„მამუკა ხაზარაძეს წამოწყებული აქვს მუქარის კამპანია პერსონალურად ბიძინა ივანიშვილის მიმართ. ყოველკვირეული პოსტებით რომ გამოირჩევა ბატონი ხაზარაძე, სულ ახლახან იყო ერთ-ერთი ბანერი, ვიზუალურადაც კი მუქარის შემცველი არის, როდესაც ბანეrზე პირდაპირ იკვეთება მუქარა“-აღნიშნა პაპუაშვილმა.


მისივე განცხადებით, უკვე კომედიაა, როდესაც 2 პროცენტიანი პარტია ხელისუფლებაში მოსვლაზე საუბრობს.


„მამუკა ხაზარაძის პიროვნების საკითხი გასაგებია. ეს არის ბანდიტური საქართველოს დროინდელი ბიზნესმენი, რომელიც კომკავშირლობით მილიონერი გახდა. ჩვენ ვსაუბრობთ 2 პროცენტიან პარტიაზე, არ დაგვავიწყდეს. ერთადერთი, რასაც „ლელომ“ მიაღწია 2020 წელს აიღო 3 პროცენტი, 2021 წელს აიღო 2 პროცენტი, ეს არის მათი მიღწევა რომ ერთ წელიწადში დაკარგეს ამომრჩეველი. ასე რომ, 2 პროცენტიანი პარტია რომ ზოგადად საუბრობს ხელისუფლებაში მოსვლაზე, ეს უკვე თავად კომედიაა“-განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930