გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზურაბ ქადაგიძე: გვარამია იყო, არის და იქნება იმ რეჟიმის არქიტექტორი, რომელიც კანონმდებლობას არგებდა სადამსჯელო სისტემას და პირადად გასცემდა დირექტივებს რა მეთოდით ემოქმედათ ზონდერ პროკურორებს, მოსამართლეებსა და საჯარო მოხელეებს!

16-02-2024

გვარამია იყო, არის და იქნება იმ რეჟიმის არქიტექტორი, რომელიც ცალკე კანონმდებლობას არგებდა სადამსჯელო სისტემას და ცალკე, პირადად გასცემდა დირექტივებს რა მეთოდით ემოქმედათ ზონდერ პროკურორებს, მოსამართლეებსა და საჯარო მოხელეებს! - წერს „ხალხის ძალის" წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.


ქადაგიძის თქმით, გვარამია იყო, არის და იქნება ნაც-მოძრაობის მოძალადე სისტემის არქიტექტორი.


„გვარამია იყო, არის და იქნება იმ რეჟიმის არქიტექტორი, რომელიც ცალკე კანონმდებლობას არგებდა სადამსჯელო სისტემას და ცალკე, პირადად გასცემდა დირექტივებს რა მეთოდით ემოქმედათ ზონდერ პროკურორებს, მოსამართლეებსა და საჯარო მოხელეებს!


გვარამია იყო პარლამენტის დეპუტატი, გენ-პროკურორის მოადგილე, იუსტიციის მინისტრის მოადგილე და ბოლოს განათლების მინისტრი;


შესაბამისად, ჯერ ემსახურა რეჟიმზე მორგებულ კაბალურ კანონშემოქმედებას.


შემდეგ იყო პოლიტიკური პროკურორი, რომლის კისერზეა 7 ნოემბრისა და ტელეკომპანია იმედის დარბევა, იუსტიციაში, ადეიშვილთან და ახალაიასთან ერთად შექმნა ციხის სადამსჯელო რეჟიმი, რასაც ასობით პატიმარი შეეწირა და ათასობით მსჯავრდადებული გახდა უნარშეზღუდული, ხოლო ბოლოს - განათლების სისტემა მთლიანად, ახალი თაობის გონების სტერილიზაციასა და ახალგაზრდების გენ-მოდიფიცირებას მოახმარა!


ასე რომ - “არ გათეთრდების ყორანი, რაც უნდა რეცხო ქვიშითაო”…


გვარამია იყო, არის და იქნება ნაც-მოძრაობის მოძალადე სისტემის არქიტექტორი!“ - წერს ზურაბ ქადაგიძე Facebook-ზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930