16-02-2024
ნაციონალური მოძრაობის, კრიმინალური რეჟიმის შემოქმედმა და სისტემის მსახურმა პირდაპირ აღიარა თუ რა უბედურება ტრიალებდა ქვეყანაში მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს, - ასე ეხმიანება ექსპერტი ნინო ფოჩხუა ნიკა გვარამიას განცხადებას იმის შესახებ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დროს დახურული იყო ბოლო მოწვევის პარლამენტი, სასამართლო, ტელევიზიები, ხოლო, როცა ყველაფერი დახშულია, დახშულ ვითარებაში აფეთქებები ხდება, უკმაყოფილების ორთქლი არსად მიდის.
ფოჩხუას თქმით, მისთვის საინტერესოა არა ის, თუ რა გახდა გვარამიას აღიარების მიზეზი, არამედ ის, რომ გვარამიას მსგავსი ფიგურები პოლიტიკას ჩამოშორდნენ.
"ნაციონალური მოძრაობის, კრიმინალური რეჟიმის შემოქმედმა და სისტემის მსახურმა პირდაპირ აღიარა თუ რა უბედურება ტრიალებდა ქვეყანაში მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს. ეს აღიარება რას ემსახურება არ ვიცი და არც მაინტერესებს - მე მაინტერესებს მხოლოდ ერთი რამ, ჩვენ, ქართველმა ხალხმა უმძიმესი პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა დავაკისროთ გვარამიას და მისთანებს. ვერც გვარამია და ვერც მისი კრიმინალი მეგობრები ვერ უნდა ბედავდნენ საუბარს სასამართლოზე, მედიაზე და სიტყვის თავისუფლებაზე. ეს ხალხი სამუდამოდ უნდა ჩამოშორდეს ქართულ პოლიტიკას და ამის იდეალური შანსი სწორედ 2024 წლის არჩევნებზე აქვს ქართულ საზოგადოებას" - წერს ნინო ფოჩხუა Facebook-ზე.