გაიგე განსხვავებული

კვირა, მაისი 25, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სოზარ სუბარი: ნავალნისა და სააკაშვილს შორის არაფერია საერთო. ნავალნი დაიჭირეს იმიტომ, რომ ის ამხელდა პუტინის რეჟიმს, ხოლო, სააკაშვილს უდიდესი დანაშაულები აქვს ჩადენილი ჩვენი ქვეყნის და ხალხის წინაშე

17-02-2024

"სწორედ სააკაშვილია იმ რეჟიმის შემოქმედი, სხვათა შორის, ნიკა გვარამიასთან ერთად, რომლებიც ქუჩაში ხვრეტდნენ ადამიანებს", - ამის შესახებ, "ხალხის ძალის" ერთ-ერთმა ლიდერმა მედიასთან განაცხადა.


მისი თქმით, ნავალნი დაიჭირეს იმიტომ, რომ ის ამხელდა კორუფციას, ხოლო, სააკაშვილს უდიდესი დანაშაულები აქვს ჩადენილი ქვეყნის და ხალხის წინაშე.


"ჯერ ერთი, ნავალნისა და სააკაშვილს შორის არაფერია საერთო. ნავალნი დაიჭირეს იმიტომ, რომ ის ეწინააღმდეგებოდა პუტინის რეჟიმს და ჟურნალისტური გამოძიებებით ამხელდა კორუფციას. ხოლო, სააკაშვილს უდიდესი დანაშაულები აქვს ჩადენილი ჩვენი ქვეყნის და ხალხის წინაშე და ამისთვის უნდა აგოს პასუხი.


სწორედ სააკაშვილია იმ რეჟიმის შემოქმედი, სხვათა შორის, ნიკა გვარამიასთან ერთად, რომლებიც ქუჩაში ხვრეტდნენ ადამიანებს, რომლებმაც მოიტაცეს, სასტიკად აწამეს, შემდეგ დახვრიტეს და ფეხზე ქვებით ჩაბმული ზღვაში გადააგდეს დათო ცინდელიანი, პაატა ქარდავა, რომლებმაც მოიტაცეს და 40 ტყვიით დახვრიტეს როინ შავაძე და უამრავი ასეთი დანაშაული აქვთ ჩადენილი. ასე რომ, საერთო არაფერი არ არის ნავალნისა და სააკაშვილს შორის", - განაცხადა სუბარმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031