18-02-2024
ვფიქრობ, ეს ყველაფერი არ გამოიყურება ისე, რომ ზურაბიშვილისთვისაც მოულოდნელობა ყოფილიყო. როგორც ჩანს ეს იყო დიდი ხნით ადრე კარგად დაგეგმილი შეფუთვის ერთ-ერთი ეტაპი და ახლა ცდილობს, რომ რაღაცა ფორმით ერთის მხრივ ეცადოს ქართულ საზოგადოებასთან არგუმენტი ნახოს საიმისოდ, რომ ჩაიდინოს მოღალატეობრივი ნაბიჯი, რასაც ჰქვია მის მიერ სააკაშვილის შეწყალება, - ასე ეხმიანება ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, რადოსლავ სიკორსკის მიერ სალომე ზურაბიშვილის მისამართით გაკეთებულ განცხადებას, სადაც სიკორსკიმ აღნიშნა, რომ პატიმარ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაში სალომე ზურაბიშვილს დიდი წვლილის შეტანა შეუძლია.
სარჯველაძის თქმით, რადოსლავ სიკორსკის ამგვარი განცხადება პრეზიდენტის მიმართ ყველაზე მინიმუმ ძალიან უხერხული დიპლომატიური სკანდალია.
„ეს შეუთანხმებელი პოლიტიკის წარმოება არის აი ასეთ შედეგამდე მიმყვანი, შედეგებამდე რომელიც არის ყველაზე მინიმუმ ძალიან უხერხული დიპლომატიური სკანდალი, ასე შეგვიძლია დავარქვათ, იმიტომ, რომ თქმა იმისა, რომ უბრალოდ ქვეყნის სუვერენიტეტს და სამართლის უზენაესობას პატივს სცემ შეიძლება საკმარისი არ იყოს, როდესაც ამას აყოლებ, გარკვეულ შეკვეთებს აძლევ პრეზიდენტს შეწყალებასთან დაკავშირებით“ - განაცხადა სარჯველაძემ.