გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ოჯახის წევრის  მიმართ არასრულწლოვანის თანდასწრებით ძალადობასა და ცემაში ბრალდებულს  შეფარდებული გირაო პატიმრობით შეეცვალა

12-01-2018

 


 ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა ქუთაისის რაიონული პროკურატურის სააპელაციო საჩივარი და ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ არასრულწლოვანის თანდასწრებით ძალადობასა და ცემაში ბრალდებულ ..- შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - საპატიმრო გირაო 3000 ლარის ოდენობით  პატიმრობით შეუცვალა.

 

პროკურატურის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ..- 2018 წლის 3 იანვარს, დაახლოებით 14:00 საათზე ქუთაისში, ალ.ხახანაშვილის . N7-ში  მდებარე საცხოვრებელ სახლში, ყოფილ მეუღლეს - ..- მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა მათი არასრულწლოვანი შვილის და დაზარალებულის არასრულწლოვანი დის თანდასწრებით. კერძოდ, ხელი  დაარტყა სახის არეში და სცემა სახისა და სხეულის სხვადასხვა მიდამოში.

 

მანვე, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ყოფილი მეუღლის მამას - ..-, რომელსაც რამდენჯერმე დაარტყა მუშტი სახისა და თავის არეში.

სამართალდამცავებმა .. 2018 წლის 3 იანვარს ქუთაისში დააკავეს. მას ბრალდება  საქართველოს სსკ-ის  126' მუხლის მეორე ნაწილისქვეპუნქტითა (ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ არასრულწლოვანის თანდასწრებით ძალადობა) და 126- მუხლის პირველი ნაწილით (ცემა).

სისხლის სამართლის საქმეზე წინა სასამართლო სხდომა 12 თებერვალს არის ჩანიშნული.

 

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930