გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერი: ყველა თემაზე გვქონდა საუბარი ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, მათ შორის, 9 პრიორიტეტი იყო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი

20-02-2024

ყველა თემაზე გვქონდა საუბარი ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, მათ შორის, 9 პრიორიტეტი იყო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიუსელში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.


როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, განიხილეს სხვადასხვა თემა, მათ შორის, კონკრეტული პუნქტები, რომლებიც არის დაკავშირებული ამ 9 პრიორიტეტთან.


„ყველა თემაზე გვქონდა საუბარი ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, მათ შორის, 9 პრიორიტეტი იყო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი. ჩვენ განვიხილეთ სხვადასხვა თემა, მათ შორის, კონკრეტული პუნქტები, რომლებიც არის დაკავშირებული ამ 9 პრიორიტეტთან. ყველა თემაზე გვქონდა საუბარი, ძალიან მეგობრული, პროდუქტიული. ეს არის ჩვენი დღის წესრიგის შემადგენელი ნაწილი. გაგრძელდება აქტიურად მუშაობა, რათა  შესრულდეს ყველა პრიორიტეტი იმისათვის, რომ საბოლოო ჯამში, გაიხსნას მოლაპარაკებები", -  განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31