20-02-2024
ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის ბრიუსელში ვიზიტს სოციალურ ქსელ „ტვიტერში" ეხმაურება.
ოლივერ ვარჰეი ხაზს უსვამს საქართველოს ერთგულებას ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე ძალისხმევის განხორციელებისადმი.
„სიხარულით მივესალმები ბრიუსელში საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბატონ ირაკლი კობახიძეს. მახარებს საქართველოს ძლიერი ერთგულება ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე ძალისხმევის განხორციელებისადმი. ჩვენ ვმუშაობთ ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებისთვის", - აღნიშნავს ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი.