20-02-2024
“სანამ ზურაბიშვილი, კონსტიტუციის დარღვევით მიუნხენის კონფერენციას ესწრებოდა და მონაწილეობას იღებდა ფარსში, სადაც საქართველოს სუვერენიტეტზე ქილიკსა და ქართული მართლმსაჯულების შეურაცხყოფას “ხბოს აღტყინებით” ისმენდა, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბრიუსელში მრავალმხრივ შეხვედრებზე ღირსეულად წარმოადგენდა საქართველოს, სადაც ორივე ფეხზე მყარად მდგომ პოზიციასა და ქართული სახელმწიფოს დასავლურ მისწრაფებებზე აკეთებდა აქცენტებს”- წერს “ხალხის ძალის” წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.
როგორც ქადაგიძე აღნიშნავს, რა კარდინალური სხვაობაა პარაზიტი “აგენტოკრატების ” მოღვაწეობასა და საზოგადო ინტერესების მსახურ ხელისუფლებას შორის კი ვხედავთ და ზუსტად ამ მასშტაბის სხვაობა გამოიხატება, მმართველ ძალასა და პარაზიტ პოლიტიკოსებს შორის, 2024 წლის არჩევნებზე ქართველი ხალხის მხარდაჭერით!
“სანამ ზურაბიშვილი, კონსტიტუციის დარღვევით მიუნხენის კონფერენციას ესწრებოდა და მონაწილეობას იღებდა ფარსში, სადაც საქართველოს სუვერენიტეტზე ქილიკსა და ქართული მართლმსაჯულების შეურაცხყოფას “ხბოს აღტყინებით” ისმენდა მიუხედავად იმისა, რომ კრიმინალი სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნაზე მინიმუმ, მკაცრი პასუხი თუ არა, ვალდებულება მაინც ჰქონდა ზრდილობის ფარგლებში, ფორმალური პასუხი გაეცა საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტის აბუჩად აგდებისათვის…
დღეს კი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბრიუსელში მრავალმხრივ შეხვედრებზე ღირსეულად წარმოადგენდა საქართველოს, სადაც ორივე ფეხზე მყარად მდგომ პოზიციასა და ქართული სახელმწიფოს დასავლურ მისწრაფებებზე აკეთებდა აქცენტებს, ოღონდ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით!
რა კარდინალური სხვაობაა პარაზიტი “აგენტოკრატების ” მოღვაწეობასა და საზოგადო ინტერესების მსახურ ხელისუფლებას შორის კი ვხედავთ და ზუსტად ამ მასშტაბის სხვაობა გამოიხატება, მმართველ ძალასა და პარაზიტ პოლიტიკოსებს შორის, 2024 წლის არჩევნებზე ქართველი ხალხის მხარდაჭერით!”- წერს ზურაბ ქადაგიძე.